სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებაც მიიღეს.
აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხიდეშელი უძღვებოდნენ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. 13 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ტრენინგზე-მონაწილეები-ვა/
