პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც...

ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა, რომლის მომჟავო-ტკბილი, ანანასის სურნელის მქონე გემრიელი ნაყოფი ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს.
მცენარეს ფოთლები ტყავისებრი აქვს, ელიფსური ფორმის, გარედან მუქი მწვა­ნე, შიდა მხრიდან ქეჩისებრი შებუ­სვის გამო მოთეთროა. თეთრი ყვავილები შიგნით ვარდისფერია. ნა­ყოფი ვისაც უგემია, მისი ფორმაც ეხსომება და ფერიც. მაგრამ ის, რომ ფეიხო­ას ნაყო­ფი 0,6% წყალში ხსნად იოდს შეიცავს, რომლის დეფიციტსაც საქარ­ველოს მოსახლეობა დღეს მკვეთრად განიცდის, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს. პროფილაქტიკისთვის მისი მი­­­ღება ყველას­თვის სასურველია. ფეიხოას ნა­­­ყო­­­ფი­­საგან ხარშავენ მურაბას, აკეთებენ ჟელეს, კომპოტს, სხვადასხვა ნაყენს. ცოცხალი ვი­ტამინების (C, D) და იოდის მარაგის შესანარჩუ­ნებლად ყველაზე ეფექტიანია შაქარში დაკონსერვებული (1 წილი ფეიხოა, 1 წილი შაქარი) გა­ხეხილი ნა­ყო­ფი (სხვათა შორის, ზემოხსე­ნებული წყალში ხსნადი იოდი მეტად სა­ყურადღებოა, რადგან მცენარე შეიძლება შეიცავდეს იოდს, მაგ­რამ წყალში უხსნადობის გამო იგი ორგანიზ­მმა ვერ შეითვისოს).
ფეიხოა ძირითადად ხარობს დასავლეთ სა­ქართველოში, მთელი კოლხეთის დაბ­ლობზე, განსაკუთრებით ზღვის სანაპი­რო ზოლში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ოთახის კულტურა ულამაზესია, ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა.
ფეიხოა მრავლდება თესლით, გადაწვენით, ამონაყარებითა და კალმებით. ყველაზე ხელმისაწვდომია მისი გამრავლება ამონაყარებით, განსაკუთრებით, მცირე ფართობზე. თუ პლან­ტაციის გაშენებას მოისურვებთ, რა თქმა უნდა, კალმების დაფესვიანება ჯობია. ამ მიზნით ჭრიან 8-10 სმ სიგრძის კალმებს კენწერულ და შუა წელის ნაწილში, ამუშავებენ „ბიორა­გით“ (იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში) და რგავენ ყუთებში ნოემბერ-დეკემბერში. ფეიხოას მყნობითაც ამრავლებენ.
ორწლიან ნერგებს მარტ-აპრილში რგავენ მუდმივ ადგილზე. მცენარეთა შორის მანძილი 3-4მ-ია, რიგთაშორისებში 3-5მ. უმჯობესია 30-40სმ შტამბის გამოყვანა, ამით მცენარის მოვლაც ადვილია და მოსავალსაც მეტს იძლევა.
არავითარ განსაკუთრებულ მოვლას ფე­იხოა არ საჭიროებს. ნაყოფი მომწიფების­თა­ნავე ძირს ცვივა. ნაყოფის ცივ ადგილას მო­თავსება ძალიან აგემრიელებს მას.
ფეიხოასათვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-21 გრადუსი. მცენარე დაუზიანებ­ლად უძლებს 11ºჩ-მდე ყინვას, უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ეყინება ფოთლები და ნაწილობ­რივ სცვივა, რის შემდეგაც მომავალი წლის ნაყოფს აღარ უნდა ველოდოთ. სინათლისადმი დიდ მოთხოვნილებას არ ავლენს, არც მაინცდამაინც რწყვას საჭიროებს, თუმცა გვალვის დროს მორწყვა აუცილებელია. კარგად ხარობს ღრმა, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე. ვერ იტანს, ან ცუდად ეგუება კარბონატულ ნიადაგს.

კივი რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთი­ერებების შემცველობის მხრივ ერთ-ერთი მდი­დარი მცენარეა, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები