კივი რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის მხრივ ერთ-ერთი მდიდარი მცენარეა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მის წვენს ჩინეთში უძველესი დროიდან იყენებენ, როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ, მრავალი დაავადების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეების, თავიდან ასაცილებლად.
კივის ნაყოფი, პირველ რიგში, შეიცავს ფერმენტ აქტინიდინს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, და დიდი რაოდენობით A, B1, B2, C ვიტამინებს. C ვიტამინის შემცველობა კივიში ლიმონთან შედარებით 5-ჯერ მეტია. მასშია აგრეთვე P-ვიტამინური აქტივობის ნივთიერებები: რუტინი, კატექინები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები. იგი მდიდარია იოდით და სხვა მიკროელემენტებით. ასე რომ, თქვენს მამულში ერთ-ერთი საპატიო ადგილი კივის მიუჩინეთ.
კივის გამრავლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა მწვანე კალმების დაფესვიანება პოლიეთილენით გადახურულ სათბურებში. ამისთვის საუკეთესო სუბსტრატია (ნიადაგი, რომელშიც კალმები ირგვება) ტორფისა და მდინარის სილის ნარევი 1:2 შეფარდებით (1 წილი ტორფი და 2 წილი სილა), მისი სისქე უნდა იყოს არანაკლებ 20 სმ-ისა. დაფესვიანების ტემპერატურა 25-30ºC-ია. კალმებს დარგვისთანავე ზედ აყრიან მდინარის გარეცხილ სილას 5სმ სისქეზე და რწყავენ დღეში 2-3-ჯერ წვრილნასვრეტებიანი სარწყულით. მწვანე კალმებს აფესვიანებენ ივლისის პირველ დეკადაში. ჭრიან 2-3-კვირტიან 12-15 სმ სიგრძის კალმებს, ქვედა ფოთლებს აცლიან, ზედას – ამოკლებენ ნახევრამდე. რგავენ 5-6 სმ სიღრმეზე ერთმანეთისაგან 5X5სმ დაცილებით.
პლანტაციის გასაშენებლად საუკეთესოა ალუვიური (მდინარის მოტანილი) ფხვიერი, ნეიტრალური ან დაბალი მჟავიანობის მქონე ნიადაგი.
პლანტაციის გაშენების დროს, შპალერული ფორმის შემთხვევაში, მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 5-7 მ უნდა იყოს, მწკრივებს შორის – 4-5 მ. მდედრობითი და მამრობითი მცენარეები ირგვება 1:5 ან 1:6 შეფარდებით, ანუ 5-6 მდედრობითზე ერთი მამრობითი.
1 ჰა ფართობზე შეაქვთ: ნაკელი 50-80 ტ, სუპერფოსფატი 5-10 ც. კალიუმიანი სასუქები შეაქვთ 12-13 ც 1ჰა-ზე, ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო ნაკელი 3 წელიწადში ერთხელ (1ჰა-ზე 30-40 ტ). სავეგეტაციო პერიოდში პლანტაციას უხვად რწყავენ 8-10-ჯერ. დაავადებებისა და მავნებლების მიმართ კივი ძალიან მდგრადია, თითქმის არ ზიანდება.
კალმების დასაფესვიანებლად საუკეთესო შედეგს იძლევა ბიოენერგოაქტივატორი „ბიორაგი“. კივის დაფესვიანებისა და შემდგომი მოსავლიანობის შესახებ საინტერესო მონაცემებს იძლევა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. პირველ ჭოღაში მცხო-
ვრები ფერმერი
რ.ჯანაშია: გამერქნებული კალმების დასაფესვიანებლად (რომლებიც
ძალიან ცუდად ფესვიანდება) „ბიორაგის“ გამოყენებამ საუკეთესო შედეგი გამოიღო – დაფესვიანება 100%-იანი იყო, ნაყოფმსხმოიარება სამი წლით დაჩქარდა და ერთ მცენარეზე საშუალოდ მოიკრიფაო 920 ცალი ნაყოფი. 10 ათასი კალმის დასამუშავებლად საჭიროა 2,5ლ პრეპარატის ხსნარი. `ბიორაგი~ იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს დიდუბეში, სამთო ქიმიის შენობის გვერდით. გამოყენების ინსტრუქცია პრეპარატს თან ახლავს.
ლეღვი ერთ-ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხედ ითვლება, რომლის წარმოშობის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები