მთავარი აგრო სიახლეები ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

0
ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა
#image_title

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

დავიწყოთ იმით, რომ ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა. სასარგებლო დანიშნულებისაა არა მარტო ნა­ყო­ფი, რომელიც შეიცავს შაქრებს (15%-მდე); ორგანულ მჟავებს (1,5-2,4%); ვიტამინებს – B1, B2, P, PP, ჩ, კაროტინს, პექტინებს (11%-მდე); მინერალურ მარილებს; მთრიმლავ ნივთიერებებს (0,2%). ყუნწები, თავის მხრივ, შეიცავს ტანინს, ფოთლები: ვიტამინ ჩ-ს, კვერციტრინს, კუმარინებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. კურკა: ცხიმოვან ზეთს (25-35%), ეთერზეთს, გლიკოზიდ ამიგდალინს. ალუბლის ნაყოფს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში.
სამკურნალოდ გამოიყენება: ნაყოფი, კურ­კა, ფოთოლი, ტოტები, ნაყოფის ყუნწები და ფესვები.
მიუხედავად ალუბლის კულტურის ამდენი სასიკეთო თვისებისა, საქართველოში არასო­დეს ყოფილა მისი ნარგაობის საკმარისი რა­ოდენო­ბა. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ადვი­ლად გასამრავლებელი ხეხილია. მრავლდება ფესვის ამო­ნაყარებით, ირგვება 4ხ4 ან 5ხ5მ-ის დაცილე­ბით ერთმანე­თისგან.
ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ად­გი­­­­ლობრივი ჯიში, რომელიც განსხვავებულ ნი­ადა­გურ და კლიმატურ პირობებში სხვადასხვა სისხოსი და შემცველობის ნა­ყოფს იძ­ლევა. გვხვდება აგრეთვე `შპანკას~ სახელწოდებით გავრცელებული ჰიბრიდული ჯიშები ბალსა და ალუბალს შორის.
ალუბალი კარგად გვარობს მსუბუქ ნიადაგებზე, უძლებს სიმშრალეს და ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას.
ნაყოფი უმთავრესად გამოიყენება სამურა­ბედ, წვენების დასამზადებლად, კერკად და ე.წ. „ვიშნოვკის“ დასაყენებლად.
წვენისაგან უძვირფასესი ალკოჰოლური სას­მლის დაყენებაც შეიძლება. კურკაგამოცლილი ნაყოფისგან აყენებენ ე.წ. ალუბლის ღვინოს.
საქართველოში გავრცელებული ალუბლის ჯიშებია: ჰორტენზია, ესპანურა (შპანკა), ორმაგი შუშისებრი და სხვ.

ქლიავი – კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here