„მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“ – ოთარ შამუგია

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში ჩამოყალიბდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა. 2023 წელს შეგროვდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი.

„დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველწლიურად აარსებენ ახალ დაცულ ტერიტორიებს.

„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“ – ოთარ შამუგია. 5 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/მილიონზე-მეტ-ვიზიტორს-ვ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“ – ოთარ შამუგია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network