შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიგარგარი - ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია, ჩვენს ბაღში საპატიო ადგილი უკავია

გარგარი – ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია, ჩვენს ბაღში საპატიო ადგილი უკავია

გარგარი

საქართველოში აღრიცხულ კურკოვან კუ­ლ­­ტურათა შორის გარგარის გავრცე­ლე­ბის არეალი არც ისე დიდია. გვხვდება: ქართლში (გორის და კასპის რაიონებსა და თბი­­­ლი­სის გარეუბნებში), კახეთში (თელავის, გურჯაანი­სა და ლაგოდეხის რაიონებში). და­ნარ­­ჩენ რა­იონებში გვხვდება ცალკეული ხეების სახით. ამ ძვი­რფასი კულტურის გავ­რცე­ლე­ბის სიმ­ცირის მიზეზი გა­რემო პირობებისადმი მი­სი დიდი მოთხოვ­ნი­ლებებია. საქმე ისაა, რომ გა­ზაფხულის ყინვების მიმართ მეტად მგრძნობიარეა მისი ყვავილი. გაზაფხუ­ლის თბილ დღეებს შეუძლია გამოიწვიოს ადრეული ვეგეტაცია, პირველ რიგში, საყვავი­ლე კვირტის გაშლა. თბილ ამინდებს ხშირად მოსდევს ტემპერატურის დაცემა 2-3ºჩ-მდე, რაც იწვევს ყვავილების დაღუპვას. ასეთი შემთხვევა გან­საკუთრებით ხშირია დასავლეთ საქართვე­ლოში, რის გამოც გარგარის კულტურა ან საერთოდ არ იძლევა მოსავალს ან კანტიკუნტად. ამიტომაც არის გარგარი დასავლეთ საქართველოსთვის იშვიათობა.
მიუხედავად გარგარის ამგვარი „ჭირვეული“ ხასიათისა, მას, როგორც ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურას, ჩვენს ბაღში მაინც უკავია საპატიო ადგილი თუნდაც იმიტომ, რომ ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია: შეიცავს 20%-მდე შაქრებს, 2,6%-მდე ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, პექტინს და დიდი რაოდენობით – A, B1 და B2 ვიტამინებს.
გარდა იმისა, რომ გარგარი გემრიელი ხი­ლია, მისგან უამრავი პროდუქტი მზადდება: ხილ­ფა­ფა, მურაბა, კომპოტი და საუკეთესო ჩი­რე­ბი, როგორც უკურკო, ისე კურკიანი.
გარგარის კურკა შეიცავს 40%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს დგას ნუშის ზეთთან. კურკის ნაჭუჭისგან ამზადებენ გააქტიურებულ ნახშირს, აგრეთვე საუკეთესო შავ საღებავს ხალიჩების წარმოებისათვის.
მრავლდება მყნობით. საძირეებად გამოიყე­ნება: ჭერმის, ტყემლის, იშვიათად ნუშის, ქლი­ავის, ატმისა და ღოღნოშოს საძირეები.
გარგარი ირგვება შემოდგომით 7X5 მ-ზე. სი­­ნათლის მოყვარულია, გვალვაგამძლე. კარგად ვი­თარდება ფხვიერ, ნორმალურად ტენიან ნი­ადაგზე. მოსავალს იძლევა 30-40 წლის განმავლობაში.
საქართველოში გავრცელებული გარგარის ჯიშებია:
ალიპრიალა – ძალიან მსხვილი ნაყოფია, ზომით 6,0ხ5,8 სმ-მდე, წონა 97,8 გ
აღჯანაბადი – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,7ხ4,6 სმ-მდე, წონა 42 გ
აბუთალიბი (სინონიმი: აბრიკოსი) – ნაყო­ფი ბოლოში წაწვეტებულია
ტაბარზა – წითელლოყა ნაყოფი ნარინჯისფერია
შალახი (სინონიმი: ლიმონისებრი) – მსხვი­ლი ნაყოფია, ზომით 5,0ხ4,5 სმ-მდე, წონა 85 გ
სპიტაკი – ძალიან წააგავს საქართველოში გავრცელებულ აღჯანაბადის ჯიშს
წითელლოყა (სინონიმი: ერევნული) – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,6ხ4,8 სმ-მდე, წონა 50 გ,
შირაზული – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 55ხ44,6 სმ-მდე

მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები