„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ. 2 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/აწარმოე-საქართველოში-ო/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9d/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network