შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი. ხეხილის (ვაშლი და მსხალი) კვირტის გაშლამდე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური სამუშაოები: მოსცილდეს და დაიწვას მავნებლების ბუდეები, შემხმარი ნაყო­ფები, დაზიანებული და გამხმარი ტოტები.
დაზიანებული ადგილების მკურნალობა – თუ შეამჩნევთ მავნებლების მასობრივად გავ­რცე­ლების ადგილებს, შეწამლეთ ნიტროფე­ნით. შე­წამვლა ტარდება, როცა საშუალო დღიური ტემ­პერატურა +10º-ია. მოზამთრე მავ­ნებ­ლების კვერცხების ტკიპებისა და ბუგრების წი­ნააღმდეგ შეიძლება ოლეოკუპრიტის გამოყენება. თუ ხეხილი ნაკლებად დაავადებულია, იწამლება 2-3 წე­ლიწადში ერთხელ. თუ გასულ წელს ვაშლისა და მსხლის ხეები დაავადებული იყო ქეცით, ჩამოყრილი ფოთლები დაამუშავეთ ნიტროფენით.
არ დაგავიწყდეთ ფრინველებისათვის ბუ­დეებისა და საკვებურების მოწყობა.
კვირტის გახსნიდან ყვავილობამდე. კვირტის გახსნის დასაწყისში ხის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ, როცა ჰაერის ტემპერატურა 10º-მდეა. თუ გასულ წელს ყვავილჭამიამ დიდი რაოდენობით გაგინადგურათ ვაშლის კოკრები, შეწამლეთ ქვემოჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პრეპარატით: რე­ვიკურტით, პერმეტრინით, კილზარით, კარ­ბოფოსით, ბენზოფოსფატით.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ 3%-იანი ბორდოს ხსნა­რი, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგიყენებიათ ნიტ­როფენი. ყვავილის გამოჩენის ფაზაში ხე­ხილი იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით (თუ არ ჩამოგირეცხავთ 3%-იანი ხსნარით). მავნებლებთან ბრძოლის მიზნით (ტკიპები, ბუგრები და ა.შ.) ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ემატება ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ერთ-ერთი: კარბოფოსი, ბენზოფოსფატი, კილზარი, პერმეტრინი.
მუხლუხების წინააღმდეგ შეიძლება იხმაროთ: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი, დენდ­რო­­ბაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე უნდა მოს­ცილდეს ვაშლის ჩრჩილის ბუდეები, რომლებ­შიც თავმოყრილია მუხლუხები. ჩამობერტყეთ წინასწარ დაფენილ ცელოფანზე ვაშლის მხერ­ხავათი დაზიანებული ნაყოფი, შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ქეცის წინააღმდეგ.
მსხლის ხეები შეწამლეთ გოგირდოვანი პრე­პარატით ტკიპების წინააღმდეგ ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ. პირველი დამუშავება ვაშლის (მსხლის) ნა­ყოფჭამიას წინააღმდეგ: კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით, კილზარით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით.
ზაფხულის განმავლობაში. ყვავილობის და­მ­­თავრებიდან 25-30 დღის შემდეგ ტარდება­ ვაშ­­ლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამ­ლო­ბა. თუ გამოიყენებთ: პერმეტრინს, კარბოფოსს, კილზარს ან რევიკურტს, შეწამლეთ 25 დღის შემდეგ, ხოლო ბენზოფოსფატით – 30 დღის შემდეგ.
ხეების შტამბებს შემოახვიეთ გოფრირებული შესაფუთი ქაღალდი ან ჯვალო, რომელშიც თავს იყრიან ნაყოფჭამიას მუხლუხები; ნახვევები გასინჯეთ ყოველი 7-10 დღის შემდეგ, საღამო ხანს, და მავნებლები დახოცეთ.
ფოთოლცვენის შემდეგ შტამბზე ნახვევი მოხსენით და მწერები გაანადგურეთ. შეაგროვეთ ჩამოცვენილი ფოთოლი და დაწვით. გაფხიკეთ შტამბისა და ტოტების დაზიანებული ნაწილები და შეათეთრეთ კირით: 2კგ კირზე 1კგ მიწა ან ძროხის ახალი ნაკელი – გახსენით 10ლ წყალში და წაუსვით ფუნჯით. დაბარეთ ნაკვეთიც.
ბორდოს ხსნარი. 1%-იანი ბორდოს ხსნარის დასაყენებლად (მაგალითად, 10 ლი­ტ­­რზე) აწო­ნეთ 100 გ შაბიამანი, ჩაყარეთ კაპრონის წინდაში და ჩაკიდეთ ხის ან მინის 10-12-ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით 5ლ თბილი წყალი (გახსნის პროცესის დასაჩქარებლად). აწონეთ 100 გ კირის ნატეხები, ჩა­აწყვეთ ტაშტში და დანამეთ, რომ კირი ჩაქრეს, ანუ დაიშალოს, გახსენით 5ლ წ­ყალში და გაამზადეთ `კირის რძე~. შემდეგ შაბიამნიან ჭურჭელში გაფილტრეთ კირის რძე, ჩაასხით წვრილ ნაკადად და განუწყვეტლივ ურიეთ. ასე დაყენებული ხსნარი უნდა გამოიყენოთ იმ დღესვე. თუ შეურევლად გააჩერებთ, 2-3 დღესაც შეგიძლიათ დატოვოთ. შესასხურე­ბელ აპარატში ჩასხმის წინ ხსნარი აუცილებლად უნდა გაიფილტროს. ამისათვის აპარატებს თან მოჰყვება სპეციალური ბადეები; თუ ბადე არ ექნება, გაფილტრეთ კაპრონის წინდაში, თორემ ხსნარი შესხურებისას აპარატის ბუნიკში გაიჭედება.
მცენარეები ერთმანეთს იცავენ… შეიძ­ლე­ბა ბევრმა არ იცოდეს, რომ მცენარეები ერთმანეთს იცავენ. ასე, მაგალითად:
მარწყვის ირგვლივ დათესილი ოხრახუში იცავს მას ლოკოკინებისაგან.
ხურტკმელის რიგთაშორისებში დარგული პა­­­­მი­დორი დაიცავს მის ბუჩქებს ისეთი მავ­ნებ­ლე­­­ბი­საგან, როგორიც არის მხერხავა და ალუ­რა. პირ­შუშხა შეგიძლიათ დარგოთ ყველა იმ მცე­­ნარესთან, რომლებსაც კოლორადოს ხოჭო ემ­ტერება.
მოცხარის რიგთაშორისებში დარგული პა­მი­დორი აფრთხობს მხერხავასა და ბუგ­რებს.
მარწყვის ყოველი მეოთხე ბუჩქის შემდეგ დარგული ერთი ბოლქვი ნიორი იცავს მას სიდამპლისაგან.
მოცხარის ბუჩქებს შორის ხახვსა და ნიორს თუ დარგავთ, კვირტის ტკიპას მოიშორებთ.
მავნებლებთან ბრძოლის ბუნებრივი საშუ­ალებები. მამულ-დედულის პატრონს მცენარე­ების დასაცავად შეუძლია ებრძოლოს მავნებლებს ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით:
10 ლ წყალზე ვიღებთ 4 კგ ნედლ (ან 1კგ ხმელ) პამიდვრის ნასხლავს, ვაქუცმაცებთ და ნელ ცეცხლზე ვადუღებთ 30 წუთს, ვაგრილებთ და კარგად გამოვწურავთ. შესაწამლად ყოველ 10 ლ წყალში ვხსნით 2-3 ლ ხსნარს, ვამატებთ 40 გ გახეხილ სარეცხის საპონს; კარგად ამოვურევთ საპნის სრულ გახსნამდე და შევასხუ­რებთ. ეფექტიანი საშუალებაა ვაშლის ფოთოლჭამია მწერებისა და ნაყოფჭამია მუხლუ­ხის წინააღმდეგ.
1 კგ ფარსმანდუკის ხმელ მიწისზედა ნაწილს ვაქუცმაცებთ. ვასხამთ მდუღარე წ­ყალს იმდენს, რომ კარგად გაიფუფქოს, ვაჩერებთ 30-40 წუთს, შემდეგ შევავსებთ ნა­ყენს 10 ლიტრამდე და ვაჩერებთ 48 საათს. ვფილტრავთ და ვასხურებთ. კლავს ყველა ტიპის მწერს.
ბაბუაწვერას მწვანე ფოთლები დააქუცმა­ცეთ, 400-500 გ დააყენეთ 10 ლ წყალში 2-3 სა­ათის განმავლობაში, გაფილტრეთ და შეასხუ­რეთ აღმონაცენებს.
500 გ მწარე წიწაკას ვაქუცმაცებთ, ვას­ხამთ 10 ლ ცივ წყალს, ვაყოვნებთ 2 დღე-ღამეს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში 30 წუთის განმავლობაში. გაცივების შემდეგ ვწურავთ, ვუმატებთ 40 გ სარეცხის საპონს. მიღებულ ნახარშს ვაზავებთ იმავე რაოდენობის წყლით და ვასხურებთ მცენარეებს. გამოიყენება ბოსტნეული კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ.

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები