რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

მცენარეთა დაცვა

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

რაც დრო გადის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა და მავნებელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ქიმიური საშუალებისა, 800 ათასამდე სახეობის მავნებელი და 30 ათასზე მეტი დაავადებაა ცნობილი, რისი მიზეზითაც ყო­ველწლიურად იკარგება მოსავლის 30%. გარდა ამისა, ქიმიური საშუალებებით ბინძურდება გარემო – წყალი, ნიადაგი, ჰაერი, ნადგურდება სასარგებლო მწერები და ნადირ-ფრინველი.
სწორი აგროტექნიკისა და ბუნებრივი საშუ­ალებების გამოყენებით შესაძლებელია მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება.
ჩვენი შორეული წინაპრები მწერებსა და მცე­ნარეთა დაავადებებს ბუნებრივი საშუ­ალე­ბებით ებრძოდნენ. ჯერ კიდევ ძველ რომ­ში მცენარეთა სამკურნალო საშუალებებად იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს. ამ­ზადებდნენ რთულ ნაერთებსაც. პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ.წ.-მდე 470 წლის წინ. მას ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლების დალ­ბობა მიაჩნდა. თეოფრასტე ჩვ.წ.-მდე 300 წლის წინ წერდა, რომ `მუხუდო ანადგურებს სარეველა მცენარეებს, პირველ რიგში, კუროსთავს~. თამბაქოში შემავალ ნიკოტინს XVII საუკუნიდან იყენებდნენ მცენარის ტილი­სა და სხვადასხვა ბუგრის საწინააღმდეგოდ. ჩინეთში მრავალი ათასი წლის წინ ბაღლინჯოსთან საბრძოლველად იყე­ნებდნენ ქრიზანთემის გამონაწვლილს.
გლეხები ოდითგანვე აგროვებდნენ ჭიანჭველებს, ჭიამაიებს და ასახლებდნენ თავიანთ მინდვრებზე მავნე მწერების გასანადგურებლად. ჭიანჭველების ერთი ბუდე ზა­ფხულის განმავლობაში ანადგურებს 2 მილიონამდე მა­ვ­ნე მწერს. მაგრამ ჭიანჭველებით დასახლებული, მაგალითად, მარწყვის ბუჩქი ნაყოფს არ იძლევა და იღუპება. ჭიანჭველების თავიდან მოსაცილებელ საშუალებასაც მიაგნეს გლეხებმა: საკმარისია მათ ბუდეს ხის ნაცარი მოაყაროთ, რომ `კუდით ქვას ასროლინებთ~ მათ. ჭიანჭველებს აფრთხობს აგრეთვე ოხრახუში. ნაყოფჭამიას პეპლებს აფრთხობს ვაშლის ხის ტოტებზე მიბმული ასფურცელასა და აბზინდის კონები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.

ნოემბერ-დეკემბერი – დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/riti-ebrdzodnen-chveni-tsinaprebi-mtsenareta-daavadebeb/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/riti-ebrdzodnen-chveni-tsinaprebi-mtsenareta-daavadebeb/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network