შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ...

ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ…

ოქტომბერი

ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. თუ ზღმარტლი გიდგათ, ისიც მოკრიფეთ და გაშალეთ ხახალზე. ნურც ხურმასა და კარალიოკს დატოვებთ დიდხანს, თორემ შეიძლება ფრინველის კერძი გახდეს.
გარდა ამისა, დროა, მომავალი წლისთვისაც დაიწყოთ ფიქრი. თუ ბოლო ორი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, ახლა მაინც შეიტანეთ. ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ. ამობარვა აუცილებელია 25-30 სმ-ზე. ამით, გარდა ნიადაგის გაფხვიერებისა, ხელს ვუწყობთ მავნებლების განადგურებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ფო­თოლცვენის შემდეგ მცენარესა და შტამბის გარ­შემო ნიადაგს შეასხურეთ შარდოვანას 5%-იანი, ხოლო ახალგაზრდა ხეებს – 4%-იანი ხსნარი.
მოზამთრე მავნებელთა გასანადგურებლად, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაე­რის ტემპე­რატურა 5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, უმ­ჯობესია, მცენარეს შევას­ხუროთ 1%-იანი დნო­კის ხსნარი. შეწამვლა რეკომენდებულია 2-3 წე­ლიწადში ერთხელ.
მამულ-დედულის პატრონს არასოდეს აქვს დასვენების დრო, მას მხოლოდ შესვე­ნება შეუძ­ლია ერთი საქმის დამთავრებიდან მეორეზე გადასვლის შუალედში.
ოქტომბერში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება-დაბი­ნა­ვების დროა: ცივი ზამთრის მოლოდინში თა­დარიგიანი მემამულე მო­საკრეფს მოკრეფს, ძირ­ხვენებს ამოთხრის, სა­თანადოდ დააბინავებს და მერე შეუდგება ნარ­გაობის მო­ვ­ლა-პატრონობას, ნიადაგის დამუ­შავებას, სასუქების შეტანას და, თუ საჭიროა, ბა­ღის საშემოდგომო მორწყვასაც. დიახ, შემოდ­გომით ბა­ღის მორწყვა გაზაფხულზე კარგი ყვავილობისა და უხვი მოსავლის საწინდარია.
მაინც რით დავიწყოთ სამუშაოები? – რა თქმა უნდა, საგვიანო ხილის კრეფით.
მაშ ასე, კიბეზე ისე უნდა იდგეთ, რომ ორივე ხელით მუშაობა შეგეძლოთ; ვაშლის მოსაწყვეტად ჩაიდეთ იგი მუჭში და საჩვენებელი თითით მიაწექით ყუნწს, ნაყოფი ფრთხილად ჩაუშვით ვედროში. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ვედროს არ გაავსებთ. არავითარ შემთხვევაში არ მოწყვიტოთ ორი ნაყოფი ერთი ხელით, ასე ორივეს დააზიანებთ. დაუზიანებლად მოკრეფილი ხილი მეორე მოსავლამდე ინახება. ასეთივე წესი დაიცავით მსხლისა და კომშის მოკრეფისას. ხილის მოკრეფის დამთავრებისთანავე ტოტებს საყრდენად შედგმული ორკაპები მოაცილეთ და სადმე ბაღის ერთ კუთხეში ააყუდეთ.
კარგად დასუფთავების შემდეგ აუცილებელია სარდაფში გოგირდის დაბოლება (1მ2-ზე – 60გ გოგირდი). შებოლებიდან 24 სა­ათის განმავლობაში სარდაფის კარ-ფანჯარა დაგმანეთ, ხოლო შემდეგ კარგად გაანიავეთ, სარდაფში ტემპერატურა უნდა იყოს 0-დან +1º-მდე, ხოლო ტენიანობა 85-95%. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით სარდაფში დგამენ ქვიშით სავსე ყუთს და რეგულარულად ასველებენ. ამგვარ პირობებში ინახება ბოსტნეულიც. შენახული ხილის მარაგი თვეში ერთხელ უნდა გაისინჯოს, თუ ყუთში 5% დაზიანებულია, იგი მთლიანად უნდა გადაირჩეს.

სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები