გახსოვდეთ – შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გახსოვდეთ – შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი

წაიკითხეთ სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
კომენტარები ჯერ არ არის