შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში - 613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი...

ბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში – 613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი მონეტებია

ბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში.
სვანეთში ბიზანტიური მონეტის აღმოჩენის ხუთი შემთხვევა დაფიქსრირდა. XX საუკუნის 70-იან წლებში მესტიის მუზეუმში ბიზანტიური ორი ოქროს მონეტა (სოლიდი) შევიდა. ორივე ირაკლი (ჰერაკლე) კეისრის მონეტაა, ერთი მონეტა ირაკლისა და მისი ორი ვაჟის ირაკლი-კონსტანტინეს და ირაკლიონის გამოსახულებით, მეორე – ირაკლი და ირაკლი კონსტანტინეს.
613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი მონეტებია.
სვანეთის საკითხთან დაკავშირებით გაჩაღებულ, ბიზანტია-ირანის ომის კონტექსტში, განსაკუთრებულად საინტერესოა იუსტინე II (565-578)-ის სპილენძის მონეტის დაფიქსირება. იუსტინე II სასყიდელის გაღებაზეც კი თანახმა იყო ირანისათვის, რათა არ დაეთმო სვანეთი. მაგრამ, როდესაც საწადელს ვერ მიაღწია და ირანის მეფის ხოსროს დესპანები გზიდან გააბრუნა, საბოლოოდ ისევ იარაღს მოკიდა ხელი და 575 წელს ბიზანტიელები სვანეთში შეიჭრნენ. ირანის მომხრე მთავარი დაატყვევეს და საგანძურით, ცოლით და შვილებით კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. ამის შემდეგ სვანეთი ბიზანტიას გადაეცა. არა მარტო სვანეთი, არამედ სრულიად ლაზიკა ბიზანტიის გავლენის სფერო გახდა. ამას მოწმობს იუსტინე II (565- 578) – ის სპილენძის მონეტების აღმოჩენა ისტორიული ლაზიკის ტერიტორიაზე. ეს მონეტები სვანეთის გარდა აღმოჩნდა ოჩამჩირესა და ბიჭვინთაში.
VII საუკუნეში, კერძოდ, ჰერაკლე კეისრის (610-641) ლაშქრობების (626-627) შედეგად საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში ერთხანს ბიზანტიის ჰეგემონია დამყარდა.
622 წელს ჰერაკლე კეისარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავისი ჯარით კაპადოკიისაკენ გაემართა, სადაც ირანელები დაამარცხა. როდესაც ირანის შაჰი გაძლიერებული ლაშქრით გამოემართა, ჰერაკლეს იბერიელთა, ეგრისელთა და აფხაზთა მაშველი ძალები მიუვიდნენ. მაგრამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც კეისარს სპარსელთა ლაშქარი მოეწია, ეგრისელებსა და აფხაზებს მოკავშირეობაზე უარი უთქვამთ და შინისაკენ გამგზავრებულან. 627 წლის შემოდგომაზე. თბილისთან ხაზარებს ლაზიკიდან დიდი ჯარებით გადმოსული ჰერაკლე შეეგება. მოკავშირეებმა ყველანაირ ღონეს მიმართეს, თბილისში ვერ შემოვიდნენ და ქალაქს გაეცალნენ.
628 წელს ორი თვის მედგარი ბრძოლის შემდეგ ხაზარებმა თბილისი აიღეს. ქალაქში შეჭრილმა ხაზარებმა ველური სისასტიკით გაჟლიტეს ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. დაატყვევეს მთავრები, რომლებიც ჰერაკლე კეისარს მიგვარეს, რომელმაც მათ ჯოჯოხეთური სატანჯველი გადაუწყვიტა. კეისარს დიდი სისასტიკე გამოუჩენია აგრეთვე წარმართებისა და ცეცხლთაყვანისმცემლების მიმართ. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების შედეგად ამიერკავკასიაში კარგა ხნით ბიზანტიის პოლიტიკური ჰეგემონია დამყარდა.
გაგრძელება იქნება
წყარო: სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ – ეკონომიკური და ეთნოლოგიურ – კონფესიური ასპექტები (ძვ. წ. V- ახ. წ. XVIII სს.)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები