მთავარი აგრო სიახლეები ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

0
ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

ივლისი

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გა­დარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას და­აპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯი­შის მსხმოიარე ხიდან ააჭე­რით წლე­ვანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგ­რჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატო­ვეთ მხო­ლოდ ფოთლის ყუნწები, ჩა­ალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომა­რეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი და­ნით, რომელსაც საპირისპირო მხა­რეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შ­ემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.

წაიკითხეთ სრულა

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%93/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here