„ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც, შესაძლოა, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს განპირობებული“

„ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც, შესაძლებელია, განპირობებული იყოს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც, შესაძლოა, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს განპირობებული“. 10 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ზოგიერთ-რაიონში-ასევე-დ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც, შესაძლოა, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს განპირობებული“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%93/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network