მაისი – ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა

მაისი

ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, ვაშლისა და მსხლის­ ხეებს წამლავენ ქეცის საწინააღ­მდეგო საშუ­ალებებით – 0,2%-იანი კაპტანით ან 0,1%-იანი სილიტით.
ყვავილობის ფაზაში იხმარება 0,1%-იანი კაპ­ტანი. შეწამვლა ტარდება მხოლოდ წვიმიან ამინდში. დაყვავილების შემდეგ წამლავენ 0,1%-იანი სილიტით ან 0,1%-იანი ტოპსინით. 10-14 დღის შემდეგ გამოიყენება 0,2%-იანი კაპტანი ან 0,1%-იანი ტოპსინი. შემდგომ ყოველი 4 დღის შემდეგ, წვიმიან ამინდში წამლავენ 0,2%-იანი კაპტანით ან 0,3%-იანი ხომეცინით.
კურკოვანი ხეხილის შესაწამლად ყავისფერი სიდამპლის თავიდან ასაცი­ლებლად უშუალოდ ყვავილობის წინ ხმარობენ სილიტის 0,1%-იან ხსნარს, ხოლო ყვავილობის ფაზაში ტოპსინის 0,1%-იან ხსნარს. ამ ხსნარებით ბაღის შეწამვლა შეიძლება მხოლოდ ხანგ­რ­ძლივი წვიმების პერიოდში. ყვავილობის შემდეგაც იწამლება მხოლოდ წვი­მიან ამინდში.
ატმის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ხეხილი იწამლება ყვავილობის შემდეგ 0,15%-იანი კაპტანით, 0,15% -იანი კარატანით ან 0,1%-იანი ტოპსინით.
ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო შე­წამვლა ტარდება ყვავილობის შემდეგ 0,1%-იანი ოვადოფოსით, 0,3%-იანი ქლოროფოსით ან 0,6-1%-იანი მეტაფოსით.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
კომენტარები ჯერ არ არის