შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი

როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი

აპრილის ბოლოს უკვე მიზანშეწონილია ღია გრუნტში დავთესოთ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები, ხოლო დახურულ კვალსათბურებში გამოყვანილი ნერგები  მაისის დასაწყისიდან გავიტანოთ  ღია ბოსტანში დასარგავად.

როგორც წესი, საადრეო და საგვიანო მოსავლის სიუხვის მისაღწევად მონაცვლეობა ხდება ამ წესით. თუმცა, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი, სოფლებში მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი, რომლის მომზადების წესი ბევრს მცდარად აქვს შესწავლილი და ხდება ისე, რომ მცენარეს არათუ ზრდაში უშლის ხელს, ანადგურებს კიდეც.

მოსახლეობას საჭირო რჩევას გვაძლევს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი:

არაერთი მეურნე მინახავს, რომელიც ჟიჟას და წუნწუხს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და  ეს ორი სახელი ერთი და იგივე მნიშვნელობისა ჰგონია.

პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აპრილის ბოლოდან იწყება პერიოდი, როცა ჩვენს ბოსტნებში, ღია სათბურებში თუ ხეხილოვან ბაღებში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბიოსტიმულატორები.

როგორ დავამზადოთ და მერე როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი?

ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 50 კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 50 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, ორი კვირის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული.

ზაფხულში ნაკლები დრო სჭირდება მზაობამდე.

შემდეგ ერთ ლიტრ ჟიჟას ჩავუშვებთ ცხრა ლიტრ წყალში, ავურევთ და ასეთი სახით ერთ ლიტრს დავუსხამთ თითოეულ ძირ ბოსტნეულ კულტურას. სამწუხაროდ, მცენარეებს  ხშირად პირდაპირ უსხამენ მომზადებულ ჟიჟას, რაც დაუშვებელია. გაუზავებელმა ჟიჟამ, შესაძლოა, მცენარე სრულად დათრგუნოს, დაწვას, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო სასუქიც საზიანოა.

უმჯობესია, ჟიჟის შემოსხმის პროცესი წვიმიან ამინდში მოხდეს.

რაც შეეხება წუნწუხს, ეს არის პირუტყვის შარდი, რომელიც გროვდება ბოსელთან სპეციალურად მოწყობილი შარდსავალის გავლით წინასწარვე მომზადებულ ორმოში. დაგროვების დროს ხდება დუღილის პროცესი. საქონლის შარდი ყველაზე მდიდარია აზოტით-100 ლიტრი  საქონლის შარდი 25-27 კგ ამონიუმის გვარჯილის ექვივალენტია.

წუნწუხი,  შესაძლებელია, ამოვიღოთ ვედროებით და ორი ლიტრის რაოდენობით დავუსხათ ხეხილოვან კულტურას; ნახევარი ლიტრის რაოდენობით-ბოსტნეულ კულტურას. /მცენარეთა დაწვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მისი წყლით 1-2 პროპორციით განზავება, შემდეგ 2-3 დღით გაჩერება და მიღებული მასის ისევ გაზავება წყალთან 1-2 პროპორციით-აგროკავკასია/.

აღნიშნული მეთოდები ძველია, რომელიც ხალხმა დაივიწყა და პირდაპირ ამონიუმის გვარჯილას უყრიან მცენარეს, რაც ძალიან გვაშორებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან.

დღეს სოფელში ყველას შეუძლია, ჟიჟისა და წუნწუხის გამოყენებით აბსოლუტურად სუფთა, უვნებელი ხილი თუ ბოსტნეული მოიწიოს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების  მნიშვნელოვანი ფაქტორია.

წყარო: gurianews.com

ქათმის სკლინტის სასუქი
ეს არის ორგანული სასუქი თქვენი მცენარეებისთვის.როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?
2-3 კგ. ქათმის სკლინტს უნდა დავსხათ 10 ლ.წყალი. კარგად ავურიოთ ჯოხით,რათა კარგად გაიხსნას წყალში.დავდგთ ვედრო ისეთ ადგილას სადაც მზის სხივი არ მოხვდება.(სიბნელეში უკეთესია) 4-5 საათით.
დროის გასვლის შემდეგ, 1 ლიტრ მიღებულ ხსნარს,ვაზავბთ 20 ლიტრ წყალში.
თითო მცენარეს უნდა დავასხათ დაახლოებით 1 ლ. სასუქი ოღონდ 5-10 სმ, მცენარისგან მოშორებით. იმიტომ რომ სასუქს ადვილად შეუძლია დაწვას მცენარის ფესვური სისტემა, ან დააზიანოს ფოთლები. რის შემდეგაც მცენარე კვდება.
ეს სასუქი სასარგებლოა იმ მცენარეებისთვის,რომლებიც განიცდიან ფოსფორის ნაკლებობას. სასუქის დასხმა არ შეიძლება იმ ცენარეებზე,რომლებსაც უკვე აქვთ ნაყოფი, რათა ნაყოფი არ დაავადდეს გელმიციდებით.სასურველია სასუქი დაესხას მცენარეებს კარგი ნაწვიმის შემდეგ.ან კარგი მორწყვის შემდგომ. სველი ნიადაგი უფრო კარგად იწოვს სასუქს და იცავს მცენარეს ფესვური სისტემის დაწვისაგან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები