კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმოსავლიანი ღობეები - ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე

მოსავლიანი ღობეები – ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე

მოსავლიანი ღობეები

ქაცვის ღობე.

ვი­დ­რე თქვენს ბაღს ღობედ ქაცვის ნარგა­ვებს შემოავლებთ, და საერთოდაც ქაცვის კულტურის გასაშენებ­ლად, აუცილებელია და­იცვათ ერთი პირობა – უნდა გქონდეთ სარწყავი წყალი უშუალოდ ნაკვეთში ან მის სიახლოვეს.
ქაცვი, საუკეთესო საკვები და სამკურნალო მცენარე, მეტწილად მდინარეთა ნაპირებზე, უმთავრესად ივრის ჭალებში იზრდება. ხარობს აგრეთვე როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ზღვის პირიდან დაწყე­ბული – მთაშიც, ზღვის დონიდან 2100მ სიმა­ღ­ლეზე. კარგად იტანს როგორც სიცხეს, ისე ზამთრის მკაცრ ყინვებსაც. ძირითადად ტენიანი ადგილების მცენარეა, მაგრამ ხშირად მშრალ ფერდობებზეც გვხვდება.
ერთი ბუჩქის მოსავალი მერყეობს 7-დან 16კგ-მდე. ნაყოფი ვიტამინების შესანიშნავი წყა­როა. შეიცავს: B1, B2, B6, E, A და F ვიტამინებს. ვიტამინებით მდიდარია ასევე ქაცვის თესლიც. ამიტომაც ქაცვის ნაყოფი იხმარება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ.
ქაცვის ნაყოფის შეგროვების ყველაზე ადვილი მეთოდია ყინვების დროს ბუჩქის ძირში ბრეზენტის დაფენა და ჩამობერტყვა.

მოსავლიანი ღობეები - ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე
მაყვლის ღობე.

მაყვლის ღობე საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ძვირფასი ნაყოფის მომცემია. ამ, გასამრავლებლად ადვილი, კულტურის სანერგე მა­სალის მოპოვება ჩვე­ნი ქვეყნის ყველა კუ­თხე-კუ­ნ­ჭულში შეიძ­ლება. მრა­ვლდება ბუჩ­ქის და­­ყო­ფით და გადაწვენით. ერთ­ხელ გადარგული ბუჩქი ძლიერდება და დიდ ფართობსაც იკავებს, ამიტომ მებაღემ თვითონ უნდა მისცეს ბუჩქს მიმართულება.
შემოღობეთ მაყვლის ბუჩქებით თქვენი კარ-მი­დამო, ამით თქვენს მამულსაც დაიცავთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც.

მოსავლიანი ღობეები - ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე
კუნელის ღობე.

მშვენიერი სანახავია თეთ­რი, ქათქათა ყვავილებით გადაპენტილი კუნელი გაზაფხულზე და უფრო ლამაზია მწვანე ფოთლებში მოელვარე წითელნაყოფიანი კუნწულები შემოდგომით. მთავარი ის გახლავთ, რომ კუნელის ყვავილი, ნაყოფი და ფოთოლიც შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. კუნელი წარმატებით გამოიყენება მედიცინაში.
ნაყოფი შეიცავს: შა­ქრებს, სახამებელს, მთრი­მ­ლავ ნივთი­ერე­ბებს, C ვიტამინს, კა­რო­ტინს, საპონი­ნებს, გლიკოზიდებს, პექ­ტი­ნებს, ცხიმოვან ზეთს.
ყვავილები მდი­და­­რია ორგანული მჟა­­ვე­ბით და ეთერზე­თე­ბით.
ფოთლები შეიცავს ორგანულ მჟავებს, ას­­კორბინის მჟავას, მთრიმ­ლავ ნივთიერებებს.
კუნელზე დამზადე­ბული პრეპარატები გა­-
­მოიყენება გულის სისუსტის, არითმიის, ას­თმის, ანგიონევროზის, ჰიპერტონიული დაავა­დების, უძილობის, ნერვული აღგზნებადობის, ქოშინისა და ხველების სამკურნალოდ.

მოსავლიანი ღობეები - ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე
ასკილის ღობე.

თქვენს ნაკვეთს ძალიან გა­ალამაზებს დეკორატიული ასკილის ღობე, რო­მე­ლიც ამავდროულად შეუვალიცაა და მოსავ­ლიანიც. ოღონდ შეღობვა ჯერ უნდა დაიწყოთ მავთულის ბადით, რათა ცოცხალი ღობის გაზრდამდე ნაკვეთი იყოს დაცული. ასკილის ბუჩქის გამრავლება შეიძ­ლება როგორც კალმე­ბით, ისე თესლითა და ბუჩქის დაყოფით. ეს უკა­ნასკნელი მეთოდი ყვე­ლაზე ადვილია: ერთერ­­თი ბუჩქიდან მი­ი­ღებთ 5-6 ნერგს. თუ მთლიანად ასკილით ვერ შემოღობავთ, შე­გიძლიათ სხვა მცე­ნა­რეებთან ერთად დარგოთ (მაგალითად, მაყვალი, ქაცვი და ა.შ.).
ასკილი ერთ-ერთი იმ საჩუქართაგანია, რო­მელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, როგორც უძვირფასესი სამკურნალო მცენარე. ას­­კი­ლი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს. ძველი ბერძნები ასკილს მოიხსენიებდნენ `ძაღლის ვარდის~ სახელით, რადგან მას თვლიდნენ ძაღლის ნაკბენის საწინააღმდეგო უებარ საშუალებად. რუსეთში XVI-XVII საუკუნეებში ასკილის ნაყოფი ოქროზე ძვირად ფასობდა, სამკურნალო დანიშნულებით გაიცემოდა სპეციალური უფლების საფუძველზე, თანაც მ­ხო­ლოდ წარჩინებული, დიდგვაროვანი ავადმყო­ფების სამკურნალოდ. ასკილის ნაყოფი იცვლებოდა ხავერდის, ატლასის ქსოვილებზე და სიასამურის ბეწვზე. გლეხებს დანაშაულად ეთვლებოდათ მისი კრეფა. ასკილის მოსაკრეფად იგზავნებოდა სპეციალური ექსპედიციები. სამკურნალო წამლად გამოიყენება ასკილის ნაყო­ფი, თესლი, ყვავილები, ფოთლები და ფესვი. ყველა სახეობის ასკილის ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილების ერთობლიობა წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინებს. ნაყოფის გამოყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით ყველას შეუძლია შინაურ პირობებში. გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასკილი წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც. მისგან ამზადებენ კანფეტებს, დრაჟეს, მარმელადს, პასტილას, სიროფს, რომელიც თავის თვისებებს ი­ნარჩუნებს წლობით.
იკრიფება მწიფე და არა გადამწიფებული ნა­ყოფი. ყინვადაკრული ნაყოფი კარგავს ვიტა­მი­ნებს. აშრობენ ღუმელებში 80-90ºჩ ტემპერატურაზე, ინახავენ ქსოვილის პარკებში ან ჯვალოს ტომრებში. შენახვის ვადა 2 წელია.

მოსავლიანი ღობეები - ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე

ჭინჭარი… სასუქად

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები