პარასკევი, აგვისტო 28, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამინისტროსეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი...

სეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12 %-ს შეადგენს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა. გასული წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).

კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.

რაც შეეხება დარღვევებს – ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში, დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483).

ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.

2023 წლის მონიტორინგის შედეგები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. სეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12 %-ს შეადგენს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a1-2023-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network