ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების დამზადებასა და თევზჭერის პროცესში მის გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.
ცვლილებები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.
„განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი საშუალებები, როგორიცაა ელექტრო შოკური აპარატის გამოყენება, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მდინარეებში არსებული ბიომრავალფეროვნების სახეობებისთვის, არამედ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვისაც. წარსულში არაერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა. მრავალი პრევენციული ღონისძიების და ამ თვალსაზრისით სანქციების გამკაცრების მიუხედავად, მაინც ხდება ბრაკონიერობის ფაქტები. ეს გავლენას ახდენს მდინარეებში თევზის სახეობებზე და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს.
ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების თევზჭერის პროცესში გამოყენების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კანონმდებლობაში ახალი სანქციების შემოტანა, რომელიც გავრცელდება ამგვარი მოწყობილობების დამზადებაზე, შენახვასა და გადატანაზე“ , – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით;
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების საკითხს და აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-4 ნაწილი კი განმეორებით ჩადენას რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები