ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ გადაცემა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, საქართველოს ბაზარზე უპრობლემოდ შემოდის.
მისი თქმით, რისი აკრძალვაც ხდება ევროკავშირში, იმის ასახვა მაშინვე არ ხდება ჩვენთან.
„ლიმფოზინატები ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან არ არის აკრძალული და შემოდის. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ისაა, რომ მის ტარას იყენებენ ან ყრიან. ამ ნარჩენების გადამუშავების გარკვეული წესები არსებობს, რისი ცოდნის და განათლების პრობლემაა. მხოლოდ ის კი არა, რომ არ აცვიათ სპეციალური ტანსაცმელი, იყო შემთხვევები, როცა ხუმრობით ერთმანეთს წუწავდნენ, რაც დაუშვებელია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც, როცა პრეპარატი არასათანადო ჭურჭელში ესხა.
კონტროლის მექანიზმები არ არის საკმარისი და არ არის ცოდნა. კანონი კრძალავს დაირღვეს შეფუთვა, მაგრამ როცა მთლიანი შეფუთვის შეძენის საშუალება არ აქვთ, ხშირია შეფუთვის დაზიანება, რაც სავალალოდ სრულდება“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები