როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი
საბაღე ნაკვეთი დაიგეგმება, პირველ რიგში, თქვენი ტერიტორიის ლანდშაფტის გათვალისწინებით. პალოებით მონიშნეთ ორმოს ამოსაღები ადგილები, წინასწარ გააბით ლარი, მასზე მონიშნეთ ნერგიდან ნერგამდე მანძილი და მონიშნულ ადგილზე დასვით პალოები, შემდეგ ამოთხარეთ თესლოვნებისთვის (ვაშლი, მსხალი) 60 სმ სიღრმისა და 80სმ სიგანის ორმოები.
გამზადებული ორმოს ფსკერი კარგად გააფხვიერეთ, თუ საშუალება გაქვთ, გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) მიწა შეურიეთ და ჩაყარეთ ორმოში. ნერგი ჩარგეთ ფესვის ყელა-მდე. ნაყოფმსხმოიარების დასაჩქა-რებლად ნერგი 48-72 საათის განმავლობაში უნდა მოთავსდეს „ბიორაგის“ (იხ.თავი: „ის, რაც მემამულეს აინტერესებს“) ხსნარში. კარგად მიუტკეპნეთ მიწა და დაასხით ერთი ვედრო წყალი.
რაც შეეხება ბუჩქოვან კულტურას (თხილი, ლეღვი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი, აგრეთვე ვაზი), იგი შეიძლება დაირგოს უფრო ღრმად.
გირჩევთ ბაღის გაშენებას ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლისა და მსხლის ნერგებით. ცნობილია, რომ ძლიერ საძირეზე დამყნობილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომაც ირგვება დიდ კვების არეზე (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე) და ნაყოფს 3-4 წელიწადში იძლევა. თუ ვარჯი მოცულობით პატარაა, მაშინ 3X4 მ-ზე ირგვება. სიმაღლეში 3 მ-მდე იზრდება და მოსავლელადაც ადვილია, ნაკლები სასუქი და შხამქიმიკატი სჭირდება, მოსავალს კი არანაკლებ ბარაქიანს იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები