სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ...

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ…

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ

ასე შეგიძლიათ დაგეგმოთ ნაკვეთი:

თუ ამ შესანიშნავი, ყველასათვის მოსაწო­ნი საქმის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად გა­ით­ვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები.
მაშ ასე, თქვენ შეიძინეთ მიწის ნაკვეთი, სა­დაც მხოლოდ სარეველა ბალახი და, შე­საძ­­ლოა, თქვენთვის უსარგებლო მერქნიანი მცე­ნა­რეები დაგხვდათ. პირველ რიგში, მიწა გა­ათა­ვისუფლეთ ამ ზედმეტი `ბარგისგან~; მერქნიანები ძირიანად ამოთხარეთ, დაწვით და ნაცარი შეინახეთ, სასუქად გამოგადგებათ. თუ საშუალება გექნებათ და მოხნავთ, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, რაც შეიძლება, ღრმად დაბარეთ, სარეველების ფესვები (განსაკუთრებით, შალაფის, ჭანგასა და გლერტის ფესურები) გულდასმით შეაგროვეთ, ერთ ადგილას დაყარეთ და გახმობის შემდეგ ისიც ნაცრად აქციეთ. ისე, გახსოვდეთ, რომ ჭანგასა და გლერტის ფესვები საუკეთესო შარდმდენია და შეგიძლიათ სამკურნალო მიზნისთვის შეინახოთ. ქვა და ღორღი აკრიფეთ, შორს ნუ გადაყრით, შეიძ­ლება, ისიც დაგჭირდეთ, მოხნული ან დაბარული მიწა გააფხვიერეთ. ნაკვეთი ისე დაგეგმეთ, რომ გქონდეთ ბაღიც, ბოსტანიც, ვენახიც და დეკორატიული კუთ­ხეც. ქაღალდზე დაიტანეთ ყველაფრის სქემა, მათ შორის საბაღე სახლის ან თუნდაც ქოხის მონახაზი, არც ჭიშკარი დაგავიწყდეთ. ახლა კი შეღობვაზე ვიზრუნოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რით შეღობავთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძ­ლებლობებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით ყვე­ლაზე პოპულარულია მავთულის ბა­დე­ები და სხვადასხვა მასალისგან ნაშენები კედლები, მაგრამ ყოველივე ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება; ამიტომ, გირჩევთ მცენარეული მოსავლიანი ღობეებით შემოღობვას. შესანიშნავი ქართული ანდაზაა: `კა­ცი კაცითაო და ღობე ქაცვითაო~. დიახ, ეს ისეთი ღობე გახლავთ, რომელშიც ეშმაკიც ვერ გაბედავს შეძრომას. ქაცვი მშვენიერი, ნაცრისფერფოთლიანი და ნარინჯისფერნა­ყო­ფიანი მცენარეა, დეკორატიული თვალსაზ­რი­სით – მეტად ეფექტური, ხოლო მისი ნაყოფი საყოველთაოდ ცნობილი საკვები და სამკურნალწამლოა. იგივე შეიძლება ით­ქვას კუნელზე, მაყვალსა და ასკილზეც. თითოეული მათგანის დახასიათება იხილეთ ქვემოთ.
თუ თქვენი არჩევანი ცოცხალ ღობეზე შეაჩერეთ, მაშინ, პირველ რიგში, მავთულის ბადე უნდა შემოავლოთ ნაკვეთს და მერე გააშენოთ ღობისათვის გათვალისწინებული მცენარეები.

თუ სარწყავი წყალი არ გაქვთ და არც მისი შეყვანის პერსპექტივაა, ბაღის გაშენებაზე ფიქ­რიც ზედმეტია.
გთავაზობთ ნაკვეთის მოწყობის სავა­რაუდო გეგმას, მაგრამ საკუთარ ფანტაზიასაც მიეცით გა­საქანი. ნურც იმ კუ­ლტურებით დაკმაყოფილდებით, რაც გეგმაზეა მოცემული. დარგეთ თითო ძირი მაინც ის მცენარე, რომელზეც მანამდე ოცნებობდით.

გახსოვდეთ

ხეხილი დარგეთ ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გირჩევთ, დარგოთ ნახევრად ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგები, რომელთა შორის მანძილი 4X4მ ან 3X5მ-ზეა. მთლად ნაგალა საძირეებზე დამყნილ ნერგებს შორის მანძილი უფრო მცირეა – 3X2,5 მ-ზე ან 3X3 მ-ზე. აუცილებლად დარგეთ 1 ძირი ბალი, 2 ძირი ალუბალი, 2 ძირი ქლიავი, 1 ძირი ლეღვი, 3 ძირი ატამი, 2 ძირი მსხალი – ერთმანეთისაგან არანაკლებ 3მ-ის (ჯობია, 4 მ) დაშორებით.
ღობის გაყოლებით ერთ მხარეს გააშე­ნეთ სახეივნე ვაზი – დაცილება 2-2,5 მ. ღობის მეორე მხარეს 3 ძირი თხილი – 3X3 მ-ზე (უმჯობესია 4X4-ზე). ერთი ძირი საუკეთესო ჯიშის კაკალი ისეთ ადგილას დარგეთ, რომ არც თქვენ დაგიჩრდილოთ ბაღი და არც მეზობელს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები