საგაზაფხულო გასხვლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარდება ყოველწლიურად ვეგეტაციის დაწყების წინ, თებერვალში (როგორც წესი, კლიმატიდან გამომდინარე, მთავრი კრიტერიუმი არის-ვეგეტაციის დაწყების წინ), მაღალ ზონაში კი მარტში, როდესაც მცენარეს კვირტები კარგად დაებერება.
გასხვლის მოცულობა დამოკიდებულია ბუჩქის ასაკზე და მდგომარეობაზე.
გასხვლის დაგვიანება ანუ ვეგეტაციის პერიოდის შემდეგ გასხვლა (სანიტარული გასხვლის გარდა), მცენარეს საგრძნობლად ასუსტებს, რადგან საკვები ნივთიერებების მარაგი, ახალ გაფურჩქნულ ყლორტებში იყრის თავს და გასხვლისას მცენარის საკვები ნივთიერების მარაგი მცირდება.
საზაფხულო გასხვლა მინიმალური მოცულობისაა, გამოიყენება სუსტი (გრძელი) სხვლა, ძირითადად ნაყვავილარი ბუტონების მოცილების მიზნით პირველ კვირტამდე, ჩაის ჰიბრიდული ვარდებისთვის (ბუტონი უფრო მდგრადი და ფერთა გამა უფრო მრავალფეროვანი აქვს. ამ ჯგუფის ვარდები რემოტანტულია) პირველ ფოთლამდე.
ნაყვავილარი (ყვავილობა მოლეული) ბუტონების მოცილება, მნიშვნელოვანია ზოგადად ყვავილობის გახანგრძლივებისთვის.
გასხვლა ვარდის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი საშუალებაა. გასხვლის სწორად ჩატარებაზე ბევრადაა დამოკიდებული ვარდის ბუჩქის სიმეტრიულობა, მოხდენილი საყვავილე ყლორტების განვითარება, დეკორატიულობა და უხვი ყვავილობა.
გასხვლა ყოველწლიურად ტარდება, უმეტეს შემთხვევაში მოსვენების პერიოდში.
როგორ ვიზრუნოთ ვარდის ბუჩქებზე გაზაფხულზე
- ადრეულ გაზაფხულზე ვარდზე ზრუნვა საფარის მოხსნით უნდა დაიწყოს. არ გააჭიანუროთ, რადგან დამცავი საფარის ქვეშ დიდხანს ყოფნამ შეიძლება ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს.
- სტაბილური, დადებითი ტემპერატურის მიღებამდე დამცავი საფარის მოხსნა არ ღირს. ამისთვის იდეალური დროა მარტის დასაწყისი, პირველი დათბობის შემდეგ. და მაინც, თქვენი რეგიონის ამინდის პირობების მიხედვით დრო თავად უნდა შეარჩიოთ.
- აგროფიბრი თანდათანობით უნდა მოაშოროთ, ბოლოებიდან დაიწყეთ. გახსოვდეთ, რომ მსუბუქ ღამის ყინვას ბუჩქი აუცილებლად გაუძლებს, ამასთან აღარ დალპება. რამდენიმე დღეში ვარდი გრილ ჰაერს მიეჩვევა და დამცავი საფარის ბოლომდე მოხსნას შეძლებთ.
- ვარდი აუცილებლად დაჩრდილეთ. თავიდან ვარდისთვის მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მუდმივად ყოფნა უჩვეულო იქნება. მზისგან დამცავი საფარი გაუკეთეთ, სანამ მიწა ბოლომდე დათბება და ფესვების სისტემის სრულად გამოკვებას დაიწყებს.
- გაზაფხულზე მცენარის გადაჭრა სავალდებულო ეტაპია. ამ პროცედურას შეგიძლიათ დამცავი მასალის მოხსნიდან 1 კვირაში შეუდგეთ. ბუჩქი ყურადღებით დაათვალიერეთ, სუსტი და ხმელი აღმონაცენები, ასევე ის ნაწილი, რომელიც ქვემოთ იზრდება, მოაშორეთ.
- მცენარე ნაკელით კარგად გამოკვებეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ვარდის ხშირად მორწყვა საჭირო არაა. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისი იქნება.