ბორჯომის სოფელ ლიბანში სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს

დათო ხალაური
0 წუთიანი წაკითხვა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში.

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის