მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარედ და სალხინოში მდინარეები 120 000 ქვირითით დათევზიანდა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტვილის მუნიციპალიტეტში დათევზიანების პროგრამა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარეების დათევზიანების პროცესში მონაწილეობა დაცული ტერიტორიებისა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიიღეს.

საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა. 14 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/მარტვილის-მუნიციპალიტეტ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network