სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებითესვის ვადების დაცვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს

თესვის ვადების დაცვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს

თესვის ვადების დაცვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თესვის ვადების დარღევა მოსავლიანობის შემცირების რისკს ერთიორად ზრდის.
თესვის ვადების მიხედვით საგაზაფხულო კულტურებს ყოფენ ორ ჯგუფად: საადრეო საგაზაფხულო კულტურები და საგვიანო საგაზაფხულო კულტურები.

საადრეო საგაზაფხულო კულტურებია, რომელთა თესლი შედარებით დაბალი ტემპერატურის პირობებში ღივდება და გარდა ამისა, მათი აღმონაცენები მცირე წაყინვას უძლებენ. ასეთებია ხორბალი, ქერი, სელი, ბარდა და სხვა.

საგვიანო საგაზაფხულო კულტურები კი თესლის გაღივებისთვის საჭიროებენ უფრო მეტ სითბოს, ხოლო მათი აღმონაცენი მცირე წაყინვასაც ვერ უძლებენ. ასეთებია: სიმინდი, კარტოფილი, ბამბა და სხვა.

მზესუმზირის თესლის გაღივებისათვის ისეთივე სითბოა საჭირო, როგორც სიმინდისა და კარტოფილისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ადრეულ საგაზაფხულო კულტურებთან ერთდროულად, ან ხშირად ზამთრის პირასაც ითესება.

საშემოდგომო კულტურების თესვის ვადები

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში საშემოდგომო პურეულების მასობრივი თესვის პერიოდი ოქტომბერია. ამ პერიოდში  მინდვრის სამუშაოებისთვის და კერძოდ საშემოდგომო თესვისთვის ხელსაყრელი პირობებია.

ბოსტნეული კულტურები, კერძოდ საშემოდგომო ნიორი ოქტომბერ-ნოემბერში ითესება.

ხეხილიკალენდრის მიხედვით, ხეხილის გასხვლის ვადები დეკემბრიდან მარტის ბოლომდეა. თუმცა, წელს ხეხილმა ყვავილობა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ზედმეტი ტოტები თებერვლის პირველ ნახევარშივე მოგვეშორებინა.

გამოცდილი აგრონომები გვირჩევენ, რომ ზოგადად, ხეხილის ნერგის დარგვა შემოდგომაზე სჯობს, თუმცა, დარგვის ვადა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდეა განსაზღვრული და არც გაზაფხულზე დარგვაა შეცდომა.

მორწყვა ხეხილს მხოლოდ შემოდგომა ზამთრის პირზე არ სჭირდება. მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა მთელ წელიწადს დაგჭირდებათ, სეზონების შესაბამისად. მოსავლის აღება კი მაისის შუიდან ნოემბრამდე გრძელდება.

ბოსტნეული

თესვა თებერვლის მეორე ნახევარში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება (ხახვი, ნიორი). ნათესების დამუშავება მარტიდან მოყოლებული აგვისტოს ბოლომდეა საჭირო. დამუშავების პარალელურადვე საჭიროა მორწყვაც დაიწყოთ და მავნებლებთან ბრძოლაც.

ბაღჩეულიბაღჩეული მაშინ ირგვება ღია გრუნტში, როცა ღამის ტემპერატურა 10 გრადუსს აღარ ჩამოსცდება. ეს პერიოდი საქართველოში სტატისტიკურად, აპრილის მეორე ნახევარში დგება. დარგვა სასურველია მაისის დასაწყისისთვის დაასრულოთ. ათიოდე დღეში კი უკვე ნარგავების დამუშავებაც უნდა დაიწყოთ, რაც ივლისამდე გაგრძელდება. ბაღჩეულ კულტურებსაც ჯიშის მიხედვით რეგულარულად სჭირდება მორწყვა. მოსავლის აღება კი ივლისში იწყება და ნოემბერში სრულდება.

როცა ბაღჩეული გაიზრდება, სხვადასხვა საჭიროებები იჩენს თავს – ჭიგო, სარი და ა.შ. რაზეც შედარებით ნაკლებად დატვირთულ სეზონებზე – გვიან შემოდგომასა და ზამთარში თუ იზრუნებთ, საქმე წინასწარ გექნებათ მოთავებული.

მოსავლის აღების შემდეგ ბაღი ნებისმიერი სახის ნარჩენისგან უნდა გავასუფთავოთ.

შეგროვილი ფოთლები, წვრილი ტოტები და სხვა ორგანული ნარჩენები (ხილ-ბოსტნეულის ნაფრცქვენი) საკომპოსტე ორმოში ან სპეციალურ სათავსოში დააგროვოთ, ფენა-ფენა დაუმატოთ ნაცარი და დრო და დრო მორწყათ და ამოურიოთ კიდეც. გაზაფხულზე ეს კომპოსტი ბოსტნის გარდა ყვავილების გადასარგავადაც კი გამოგადგებათ და არც გამხმარი ფოთლების დაწვით დააბინძურებთ გარემოს.

მარწყვის ნარგავებს ზამთრის პირზე 2-3 სანტიმენტრის სისქეზე ტორფით თუ დაფარავთ, მოყინვისგან დაიცავთ და მოსავლიანობაც მოიმატებს.

თუ ნოემბერი შარშანდელივით თბილი ამინდებით იქნება, ზოგიერთი ბოსტნეულის დათესვაც შეგიძლიათ: სალათის, ოხრახუშის, სტაფილოსა და ისპანახის.

ხახვისა და ნივრის დარგვაც ძველი ხალხისგან ნოემბერში, გიორგობამდეა რეკომენდებული.

სადაც ერთწლოვან კულტურებს მოიყვანთ, იმ ნაკვეთს რაც უფრო გვიან გადაბარავთ, მით მეტი მავნებელი დაიღუპება. ნოემბერში გადაბარული ნაკვეთის უპირატესობაა, რომ ამ დროს მიწა თოვლისა და წვიმის საშუალებით მეტ მინერალებს იღებს, რაც მერე უხვი მოსავლის მომცემია. უკეთესია, თუ მიწის ბელტებს დაუშლელს დატოვებთ.

თესლი  ეწოდება მცენარის ნაწილს, რომელიც გამოიყენება დასათესად. თესლი მცენარის ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მატარებელი ორგანიზმია, ამიტომ, მათ ხარისხზე მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მიღებული მოსავლის სიდიდე და ხარისხი.

თესლის აღმოცენებად ითვლება 100 ცალი თესლიდან ნორმალურად გაღივებული თესლის რაოდენობა, რომელიც გამოიხატება %-ით.

თესლის სიწმინდესა და აღმოცენებაზეა დამოკიდებული თესლის სასოფლო- სამეურნეო ვარგისიანობა.

პირველი 3-4 დღის განმავლობაში გაღივებული თესლების რაოდენობა გვიჩვენებს მოცემული კულტურისა და ჯიშის თესლის გაღივების ენერგიას (ერთდროულობას) პროცენტებში. მაღალი გაღივების ენერგიის თესლი უფრო თანაბრად აღმოცენდება, უკეთესად იყენებენ ზრდის ფაქტორებს, მათი აღმონაცენი ნაკლებად იჩაგრება სარეველებით, უფრო გამძლენი არიან არახელშემწყობი პირობებისადმი.

დაბალი აღმოცენების უნარიანი თესლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს  სიცოცხლისუნარიანობა, ექვემდებარება თბილი ჰაერით დამუშავებას, მაგრამ თუ ამ შემთხვევაშიც არ მიაღწევს აღმოცენების მაჩვენებელი სტანდარტის მოთხოვნას, მას იწუნებენ და სასაქონლო მარცვლის კატეგორიაში გადაყავთ.

თესლის სათესი ღირსება. სათესლე მასალის სათეს ვარგისიანობაში იგულისხმება სუფთა და ერთდროულად აღმოცენებადი თესლების რაოდენობა. სათესი ღირსების დასადგენად სიწმინდის პროცენტს ამრავლებენ აღმოცენების პროცენტზე და წარმოებულს ყოფენ 100-ზე.

თესვის წინ საჭიროა სათესლე მასალა მომზადდეს დასათესად. თესლის შემოწმება აღმოცენებაზე საჭიროა ჩატარდეს იმ მიზნით, რათა გაირკვეს შენახვის პერიოდში თესლმა ხომ არ დაკარგა აღმოცენების უნარი.

სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ხდება თესლის შეწამვლა. თესლს წამლავენ  შხამქიმიკატებით ან ამუშავებენ თერმული წესით. მოკლე ვეგეტაციის პერიოდის რაიონებში თესლის ჩანასახის დასრულების შემდეგ, თუ ცივი ამინდები დაიჭირა (განსაკუთრებით ეს ხდება ზაფხულის მეორე ნახევარში), თესლი ჩვეულებრივ მოსვენების პერიოდში გადადის. ასეთი თესლი სუსტად ან სრულიად არ აღმოცენდება, ვიდრე არ გამოვა მოსვენების მდგომარეობიდან. ამის დასაჩქარებლად თესლს ატენიანებენ და 3-5 დღის განმავლობაში ათავსებენ 20-250 –მდე გამთბარ შენობაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები