სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროქვეყნის მასშტაბით შეიქმნას სატყეო მეურნეობები, დაინერგოს ტყის რესურსების დამზადების მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებული...

ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას სატყეო მეურნეობები, დაინერგოს ტყის რესურსების დამზადების მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები მომზადდა. აღნიშნული ტყის მონიტორინგის სისტემისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია გვაქვს საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი ექსპერტები. საქართველოს ტყეებს, რომელიც ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 40%-ზე მეტს, სჭირდება ყურადღება და მოვლა, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა, რომელიც საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით დავიწყეთ, წარმატებით გაგრძელდეს, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას სატყეო მეურნეობები, დაინერგოს ტყის რესურსების დამზადების მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებზე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს შევინარჩუნოთ ის უნიკალური რესურსი, რასაც საქართველოს ტყეები ჰქვია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პროექტის „ECO Georgia”-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდისა და გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
„ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ტყეები მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, ხეთა სახეობებითა თუ ბუნებრივი ტყის ტიპებით. ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს სჭირდება გარკვეული დრო, რათა აღიდგინოს მერქნული რესურსების მარაგი, შეინარჩუნოს ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემური მომსახურებები, რაც უზრუნველყოფს ტყეების კონსერვაციას და ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებას“, – განაცხადა პროექტ „ECO Georgia”-ს ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელმა კრისტიან გოენერმა.
როგორც საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ბუნება და, ამავე დროს, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
იაპონელმა ტექნიკოსებმა შექმნეს “სარეცხი მანქანა ადამიანისთვის” – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

იაპონელმა ტექნიკოსებმა შექმნეს “სარეცხი მანქანა ადამიანისთვის” – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები