სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებირას აკეთებს მულჩა ნიადაგისთვის? - ნიადაგის დაცვის ეფექტური ღონისძიება

რას აკეთებს მულჩა ნიადაგისთვის? – ნიადაგის დაცვის ეფექტური ღონისძიება

მულჩირება არის ნიადაგის მოშიშვლებული დამუშავებული ზედაპირის გადაფარვა ბუნებრივად აქტიური ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით.
მულჩირება გავლენას ახდენს ნიადაგში მიმდინარე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებზე. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მულჩირება აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებას, რაც შემდგომში ნიადაგის ბიოქიმიური პროცესების გააქტივებაშიც გამოიხატება, იწვევს ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის მოძრავი ფორმების შემცველობის გადიდებას.

ორგანული მასის გახრწნის დროს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით CO2 რომელიც სასუქის ტოლფასია მცენარეთა ფოთლებისათვის დღის განმავლობაში. მოწინავე მებაღეები ყუთებსა და ოთახებში, სადაც მარიხუანა იზრდება, დგამენ CO2-ის ავტომატურ ბალონებს, რომლებიც დროგამოშვებით უშვებენ ამ გაზს და დამატებით საკვებს აძლევენ მცენარეებს.

მულჩირებისთვის გამოიყენება როგორც დაქუცმაცებული ტორფი, გადამწვარი ორგანული მასალა, მარცვლეული კულტურების ნამჯა, ჩამოცვენილი ფოთლები, ნახერხი, ბალახი, პოლიეთილენი, მუყაო, ქაღალდი და სხვა ორგანული და არაორგანული მასალები.

დამულჩვით მოსავლიანობის გადიდება ფართოდ არ გამოყენებოდა, რადგან კულტურის მიხედვით მულჩის ეფექტი ზუსტად დადგენილი არ არის. პირველად 1914 წელს ეკარტმა ჰავაის კუნძულებზე ანანასის და შაქრის ლერწმის პლანტაციებში ასფალტის საფარი გამოიყენა მულჩად.

მე–19 საუკუნის დასაწყისში სარეველების წინააღმდეგ ნიადაგის ცემენტითა და ქვით დაფარვა სცადეს. საქართველოში ნიადაგის დამულჩვის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის აკად. მ. გოგოლიშვილს. მის მიერ დამტკიცებულ იქნა, რომ დამულჩვის ეფექტურობა დამოკიდებულია მულჩის (მულჩას) სახეობაზე, გამოყენების ხერხებზე, დროზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა.

მულჩი ნიადაგიდან ტენის აორთქლებას აფერხებს და ინარჩუნებს მას, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა მცენარეებისათვის, რომლებიც ახალგადარგულია, ან ახალამოსულია. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ნიადაგის გამოშრობას, გახმობას და მცენარეთა დაღუპვას. პირველი 1-2 კვირა ისინი ძალიან მოწყვლადი არიან უწყლობის შედეგად გახმობის მიმართ და ყოველდღიური მორწყვის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება, დაიღუპონ.

მულჩირებისათვის მასალის არჩევა

მულჩირებისათვის მასალის არჩევა დამოკიდებულია ნიადგის ტიპზე, კლიმატსა და მულჩირების მიზანზე (სარეველების დათრგუნვა, ტენის აორთქლების შემცირება, ნიადაგის გამდიდრება და სხვ.).

ნებისმიერი მასალით (როგორც ორგანულით, ისე არაორგანულით) მულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს: ზაფხულში ნიადაგი ნაკლებად ხურდება, ხოლო მცენარის ფესვებთან ახლოს შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას; ზამთარში კი ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს.

მაგრამ თუ სარეველების დათრგუნვის, სითბური რეჟიმის რეგულირებისა და ტენის აორთქლების თავიდან აცილების გარდა, ნიადაგის სტრუქტურასა და მცენარის უკეთ გამოკვებაზეც ვფიქრობთ, მაინც უმჯობესია, მულჩირებისათვის ორგანული მასალები გამოვიყენოთ.

ორგანული მასალის გარდა, მულჩირებისათვის შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც (მაგ. პოლიეთილენის), მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ მასალის თვისებები.

მულჩირებისათვის შავი პოლიეთილენის გაუმჭვირვალე მასალის გამოყენებისას ნიადაგის სტრუქტურა არ უმჯობესდება და არც საკვები ნივთიერებებით მდიდრდება, მაგრამ ფერხდება სარეველების ზრდა და ტენის აორთქლება.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიეთილენის მასალა წვიმას იჭერს და ბოსტნეულ კულტურებში მოსაგვარებელია მცენარის მორწყვის საკითხი.

გაზაფხულზე შავი პოლიეთილენი თბება და ნიადაგსაც ათბობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეების დროს იქმნება პრობლემა. პოლიეთილენი შესაძლოა ძლიერ გახურდეს და მკვეთრად აწიოს ნიადაგის ტემპერატურა, რაც საშიშროებას უქმნის ნიადაგის ცოცხალ ორგანიზმებსაც.

მულჩირება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ორგანული მასით: ფოთლები, წიწვები, ბალახები და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში ქვებითაც. ისინი ბუნებაში ყველგან ხელმისაწვდომი და უფასოა. გამოიყენეთ მულჩი და თავი დაიზღვიეთ რისკებისაგან.
მულჩირების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ვინაიდან მის ქვეშ მუდმივად ტენი და სიგრილეა, ის უამრავი მწერისა და მავნებლის თავშესაფრად შეიძლება იქცეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედამიწა ჭიანჭველების პლანეტაა. სწორედ მათმა არასასურველმა ქმედებებმა შეიძლება შეგვიქმნას ყველაზე მოულოდნელი პრობლემები. მაგრამ ეს საფრთხეები ვერ გადაწონის მულჩის დადებით თვისებებს.

მულჩირებისათვის მასალის არჩევა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, კლიმატსა და მულჩირების მიზანზე (სარეველების დათრგუნვა, ტენის აორთქლების შემცირება, ნიადაგის გამდიდრება და სხვ.). ნებისმიერი მასალით (როგორც ორგანულით, ისე არაორგანულითმულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს: ზაფხულში ნიადაგი ნაკლებად ხურდება, ხოლო მცენარის ფესვებთან ახლოს შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას; ზამთარში კი ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს. მაგრამ თუ სარეველების დათრგუნვის, სითბური რეჟიმის რეგულირებისა და ტენის აორთქლების თავიდან აცილების გარდა, ნიადაგის სტრუქტურასა და მცენარის უკეთ გამოკვებაზეც ვფიქრობთ, მაინც უმჯობესია, მულჩირებისათვის ორგანული მასალები გამოიყენოთ.

ორგანული მასალის გარდა, მულჩირებისათვის შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც (მაგ., პოლიეთილენის), მაგრამ აუცილებელია გაითვალისწინოთ ამ მასალის თვისებები.
მულჩირებისათვის შავი პოლიეთილენის გაუმჭვირვალე მასალის გამოყენებისას თქვენი ნიადაგის სტრუქტურა არ უმჯობესდება და არც საკვები ნივთიერებებით მდიდრდება, მაგრამ ფერხდება სარეველების ზრდა და ტენის აორთქლება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიეთილენის მასალა წვიმას იჭერს და ბოსტნეულ კულტურებში მოსაგვარებელია მცენარის მორწყვის საკითხი. გაზაფხულზე შავი პოლიეთილენი თბება და ნიადაგსაც ათბობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეების დროს იქმნება პრობლემა. პოლიეთილენი შესაძლოა ძლიერ გახურდეს და მკვეთრად აწიოს ნიადაგის ტემპერატურა, რაც საშიშროებას უქმნის ნიადაგის ცოცხალ ორგანიზმებსაც.

ორგანული მასალით მულჩირება ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა: გარდა იმისა, რომ მულჩით დაფარული ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ტენსა და ფხვიერებას, სწრაფად ხდება ნიადაგის ჰუმუსის ფენის აღდგენა; მულჩის ქვეშ იქმნება ოპტიმალური პირობები მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობისათვის, ისინი გადაამუშავებენ ორგანულ მულჩს და ამდიდრებენ ნიადაგს. ამასთან, ორგანული მულჩი ხელს უწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სხვა ცხოველების გამრავლებას, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.
ორგანული მულჩი ხელს უშლის ნიადაგის ქერქის წარმოქმნას – ორგანული მულჩი იცავს ნიადაგს ქარისა და მზის სხივების ზემოქმედებისაგან, ამასთან ნიადაგი უკეთ “სუნთქავს”.

AgFilm_3

რას აკეთებს მულჩა ნიადაგისთვის?

  • იცავს ელემენტებისგან, რომლებმაც შეიძლება ავნოს ფესვებს ან მიკრობების სიცოცხლეს;
  • ახდენს ნიადაგის იზოლირებას სიცხისა და სიცივისგან;
  • პოტენციურად ამდიდრებს ნიადაგს კომპოსტით;
  • შეუძლია წარმოქმნას საკვები ნივთიერებები და მეტად მისაწვდომი გახადოს ჟანგბადი ფესვებისა და სასარგებლო მიკრობებისთვის;
  • ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლების დონეს.

ბუნებაში მულჩა ძირითადად შედგება ფოთლების, მცირე ტოტების და მკვდარი მწერებისაგან, რომლებიც კომპოსტირდება ზამთრის განმავლობაში, რათა მოამარაგოს ნიადაგი მცენარის ზრდისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. ამ ფენით, ნიადაგი დაცულია ინტენსიური შუქისგან, რომელიც ავნებს მიკრობულ პოპულაციას ზედაპირთან ახლოს.

ის აძლევს ფესვებს საშუალებას ჩააღწიოს ზედაპირის იმ ნაწილში, რომელშიც მიკრობების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, შესაბამისად საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. მულჩა ასევე არის იზოლაციის ფორმა სიცივისა და ექსტრემალური ტემპერატურისაგან, რაც არც ისე სასარგებლოა შენობაში რეგულარული ტემპერატურის პირობებში , მაგრამ შეუძლია დახმარება ღია გრუნტში.

მულჩის ფენამ ორგანული ნიადაგის ზედაპირზე შეძლებს შექმნას საუკეთესო პირობები კანაბისისთვის.

სპეციალისტების აზრით, მულჩის გამოყენების უდიდესი უპირატესობაა აორქლების შემცირება ნიადაგის ზედაპირიდან, რაც აძლევს მცენარეს საშუალებას მიიღოს საკმარისი წყალი.

ორგანული მულჩი ნიადაგს ამდიდრებს საკვები ელემენტებით და ჭიაყელების ცხოველქმედებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რომლებიც ნიადაგს ჰუმუსით ამდიდრებენ.

დიდ ფართობებზე მულჩირებას სპეცილური მულჩის დამგები მანქანებით აკეთებენ. მულჩირების დროს, გაზაფხულზე ნიადაგს ჩვეულებრივად აფხვიერებენ,  აკეთებენ შემაღლებულ კვლებს, რომელთა სიგანე ტექნიკაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი კლასიკური ზომები 0,9მეტრიდან 1,1-1,2 მეტრამდე მერყეობს. წინასწარ კვლებზე ათავსებენ ერთ ან ორ წვეთოვანი მორწყვის მილს. დღესდღეობით მსოფლიოში და საქართველოშიც არსებობს აგრეგატები, რომლებიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერციას ერთდროულად ასრულებს (ფრეზავს, აფხვიერებს ნიადაგს, ასწორებს მის ზედაპირს, აკეთებს შემაღლებულ კვალს, რომლის სიმაღლეც შეიძლება 10 სმ-დან 30 სმ-მდე დარეგულირდეს (ცალკეულ დანადგარებს შეუძლიათ უფრო მაღალი კვლების გაკეთებაც 30-50 სმ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი რეგიონებისათვის და კენკროვანი კულტურებისათვის), შლის წვეთოვან მორწყვის მილებს და აგებს სხვადასხვა სიგანის პოლიეთილენის ფირს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები