საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1-ელ მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესების დადებითი ეფექტის გამო, დადგენილების მოქმედების ვადის 2024 წლის 1-ელი მარტის შემდგომაც. ასოციაცია წერს, რომ ეს აუცილებელია შემდგომი სტაბილური მუშაობის შენარჩუნებისთვის.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ, ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა ე.წ. „ხორბალზე მცურავი ბაჟმა“ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით. შედეგად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა – წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით, შესაბამისად, ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ამ ფონზე პრობლემას წარმოადგენდა ხორბლის გარდამავალი მარაგები.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ, წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა – რომლის მიზანი იყო, საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა – რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა – ქართული ხორბლის ძველი და ახალი მოსავლის რეალიზაცია, პურის ფასის სტაბილურობა და ქვეყნის გარდამავალ სტრატეგიულ მარაგების შევსება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში ბაზარი გარკვეული გამოწვევებით ხასიათდებოდა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა.
კერძოდ :
- აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის
- შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა
- დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი
- აღდგა ხორბლის იმპორტი და დღეს საშუალოდ ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20დან 25 ათას ტონამდე ხორბალი
- ამასთან გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში საშუალოდ 8 დან 12 ათას ტონამდე
- მთელი ამ დროის განმავლობაში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში
- ფქვილის აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ დღეს გამოწვევები არ არსებობს
- წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში შენატანები
- დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი(რომელიც ადრე არ არსებობდა)
- წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით ხორბლად (გაეროს რეკომენდაცია) , რაც ქართული ხორბლის სეზონური მოსავალთან ერთად ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა ( უნდა აღინიშნოს , რომ ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება )
ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული იქნას“ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“, რომლის ოდენობაც პერიოდულად განსაზღვრულ იქნას ბაზარზე დაკვირვების მონიტორინგის შესაბამისად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის მიზნით 2024 წლის 1-ელი მარტის შემდგომაც გაგრძელდეს აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, მათთან კოორდინაციის შედეგად, 2023 წლის ნოემბერში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდა და ვადის გახანგრძლივება მარტამდე, ქერსა და ქატოზე 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესება – ეს გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთავრობამ დღეს მიიღო. აღნიშნული მხარდაჭერის საფუძველი მარცვლეულის ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი რთული ვითარება იყო – მეხორბლე ფერმერებს ძველი ხორბალი ჩაუბარებელი რჩებოდათ, ხოლო წისქვილკომბინატები ხორბლის ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ, რადგან წარმოებისთვის მათ ქართულთან ერთად იმპორტირებული ხორბალი (ძირითადად რუსული) ესაჭიროებოდათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, გასული წლის პირველ ნახევრამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირებული იყო, რადგან მთავარ საიმპორტო ქვეყანაში ხორბალზე საექსპორტო ბაჟი დააწესეს, რომელიც რუსულ ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტს ბიზნესისთვის არარენტაბელურს ხდიდა. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა. ამ ვითარებიდან გამომდინარე ხორბლის და ფქვილის მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან რუსეთიდან ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, რაც მთავრობამ რამდენიმეთვიანი კომუნიკაციის შემდეგ თავდაპირველად ივნისში ხორბლის იმპორტის გადასახადით დააკმაყოფილა, ნოემბერში კი გადასახადი ქერსა და ქატოზეც გაავრცელა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები