მთავარი სამინისტრო 2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

0
2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 2015 წლიდან, თესლის, 2017 წლიდან კი, სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს ახორციელებს. 2023 წელს, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურმა, განაცხადის საფუძველზე, სათესლე და სარგავი მასალის 27 მწარმოებელი კომპანია შეამოწმა, რომელთაგანაც 8 სერტიფიცირების პროცესში ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა არის უფლებამოსილი, საკუთარი სტანდარტული კატეგორიის ნერგის (CAC სტანდარტის) შესაბამისი პროდუქცია განათავსოს ბაზარზე.

კანონის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. 2023 წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 49 სანერგე მეურნეობის დოკუმენტური და ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შემოწმდა. სათესლე მასალის 6 მწარმოებლის სასაწყობე მეურნეობაში ჩატარდა სათესლე მასალის საანალიზო ნიმუშების აღება; სარეალიზაციო სათესლე მასალიდან აღებულ 46 ნიმუშს ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. 2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 3]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/2023-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here