უზარმაზარი, საიდუმლო სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს. ნაწილობრივ აშენებულია და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პერსონალურ სამშენებლო პროექტად ყალიბდება.
კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს – მიწისქვეშა ბუნკერით, საკუთარი საკვებითა და ენერგიის წყაროებით. ინფორმაციას Wired ავრცელებს.
ქონება, რომელიც ცნობილია როგორც Koolau Ranch სახლით, დაგეგმვის დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს 5000 კვადრატულ ფუტს მიწისქვეშა თავშესაფარს, ექნება საკუთარი ენერგია და საკვების მარაგი და მიწის შესყიდვის ფასებთან ერთად, 270 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება. WIRED-ის მიერ განხილული მტკიცებულებების თანახმად, პროექტი ეყრდნობოდა სამართლებრივ მანევრირებას და პოლიტიკურ ქსელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი აგრძელებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქონების მშენებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5,6 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება ორი სასახლე 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით.
ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება.
ინფორმაციისთვის: აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა „საიდუმლო” გრიფით არის კლასიფიცირებული. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის, სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები