მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.
„მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რეანიმობილების დეფიციტი იყო ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანიმობილი, რომელიც განაწილდება მთელს ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები