„მიმდინარე კვირებში ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები”. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
“ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსების სიჭარბით, წინა ორ კვირაში გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ეხლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად”.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება .
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები