საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
თემა: როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?
იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია საუბრობს:
„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა მარტივად არის შესაძლებელი, ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს ნიშნავს იმას, რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან.
იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს.
არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა, რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, მაშინ ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. შეიძლება, ჰეპატიტმა (C და B) იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“.
მასალის გამოყენების პირობები