პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაყლაპავის კიბო - რისკ-ფაქტორები, სიმპტომები

საყლაპავის კიბო – რისკ-ფაქტორები, სიმპტომები

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბო, როგორც წესი, საყლაპავის (ხახისა და კუჭის დამაკავშირებელი მილი) კედ­ლის ამომფენი შრის უჯრედებიდან ვი­თა­რ­დება.
გარკვეული ტიპის საყლაპავის კიბოს განვი­თა­რებისთვის მთავარი რისკ-ფაქტორებია თა­მ­­ბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, გარ­კვეული ინფექციები, დაავადებები და სხვა სიმ­სივნე­ები.
ტიპიური სიმპტომები მოიცავს ყლაპვის გაძნელებას, წონაში კლებას და ტკივილს, რომელიც შედარებით გვიან ვითარდება.
დიაგნოზი ემყარება ენდოსკოპიურ კვლევას.
თუ მისი ადრეული აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თითქმის ყველა შემთხვევა ფატალურია.
სიმპტომების მოხსნა შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის, ქიმიოთერაპიის და მრა­ვალი სხვა სახის თერაპიული ღონისძიებების დახმარებით.
საყლაპავის კიბოს ყველაზე ხშირი ტიპია ბრტყელ­უჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, რომელიც საყლაპავის კედლის ამომფენი შრის უჯრედებიდან ვითარდება. ასეთი კიბო შეიძლება საყლაპავის ნების­მი­­ერ მონაკვეთში განვითარდეს და შეიძლება გამოვ­ლი­ნ­დეს საყლაპავის შევიწროების (სტრიქტურა), სიმსივ­ნის, პათოლოგიური ბრტყელი ზედაპირის (ფოლაქი) სა­ხით ან საყ­ლაპავსა და ფილტვის აირგამტარ გზებს შო­რის პა­თოლოგიური კავშირის წარმოქმნით (ფისტუ­ლა). საყლაპავის კიბოს ნაკლებად ხშირი ფორმებია ლე­ი­ო­მი­ო­სარკომა (საყლაპავის გლუვი კუნთის კიბო) და მეტასტაზური კიბო (კი­ბო, რომელიც ორგანიზმის სხვა ადგილიდან ვრცელდება).
შეერთებულ შტატებში საყლაპავის კიბო ყო­ველ­წლიურად 15500 ადამიანს აზიანებს. ორივე სახის კიბო, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უფრო ხშირია შავკანიანებში, ადენოკარცინომა კი უფრო ხშირად თეთრკანიანებში გვხვდება. 1970-იან წლებიდან შეერთებულ შტატებში ადენოკარცინომის სიხშირე სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით თეთრკანიან კაცებში და საყლაპავის ქვედა ნაწილში ის ამჟამად ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე უფრო ხშირად ვითარდება.
რისკ-ფაქტორები 
თამბაქოს მოხმარება (ნებისმიერი სახით) და ალკოჰოლი საყლაპავის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია, თუ­მ­­ცა უფრო მეტად ბრტყელუჯრედოვანი კარ­ცი­­ნო­მის­თვის, ვიდრე ადენო­კარცინომისთვის. საყ­­­ლა­­­პავის კიბოს განვითარების მო­მა­ტებული რის­­­კი აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ინ­ფი­ცი­რე­­ბუ­ლი არიან ადამიანის პაპილომავირუსით, ან ად­რე ჰქო­ნიათ თავისა და კისრის კიბო, ან სხვა ახლომდებარე კიბოს სამკურნალოდ სხივური თე­რა­პია საყ­ლა­პა­ვის მიდამოში აქვთ ჩატარე­ბული.
საყლაპავის კიბოს განვითარების მაღალი რი­ს­­კი ასე­ვე აღენიშნებათ პირებს, რომელთაც უკ­ვე აქვთ საყლაპავის დაავადება, როგორიცაა აქა­ლაზია, საყლაპავის აპკი (პლამერ-ვინსონის სინდრომი) ან კოროზიული ნივთიერების (როგო­რი­ცაა ტუტე) გადაყლაპვით გამოწვეული შე­­ვიწ­­რო­ება. კუჭიდან მჟავას განმეორებითი უკუ­­დი­ნებით (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) საყ­ლაპავის ხან­გრძლივად გაღიზიანებამ, შეიძ­ლე­ბა გამოიწ­ვიოს კიბოსწინარე მდგომარეობა, რასაც ბარეტის საყლაპავი ეწოდება. მიუხედავად იმის, რომ ბარეტის საყლაპავით გამოწვეული საყლაპავის კიბო იშვიათია, ინდუსტრიული ქვეყნების უმრავლესობაში მისი სიხშირე სწრა­ფად მატულობს საყლაპავის კიბოს სხვა ფორ­მებთან შედარებით.
სიმპტომები
საყლაპავის კიბო ადრეულ სტადიაში შეიძ­ლება შეუმჩნეველი დარჩეს. პირველი სიმპტომი ხშირად მყარი საკვების ყლაპვის გაძნელებაა, რომელიც კიბოს ზრდის შედეგად საყლაპავის შევიწროებით არის გამოწვეული. რამდენიმე კვირის შემდეგ ძნელდება რბილი საკვების, მოგ­ვი­ანებით კი, სითხისა და ნერწყვის გადაყლაპვა. წო­ნაში კლება ხშირია მაშინაც კი, თუ ადამიანი კარგად იკვებება. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ზურგში გადაეცემა.
კიბო პროგრესირებასთან ერთად, ჩვეულებ­რივ, იჭ­რება სხვადასხვა ნერვში, სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. სიმსივნე შეიძლება იმ ნერვს დააწვეს, რომელიც ხმის იოგებს აკონტროლებს, რაც ხმის ჩახლეჩას იწვევს. ირგვლივმდებარე ნერ­ვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰო­რ­­ნერის სინდრომი, ხერხემლის ტკივილი და სლო­კინი. კიბო ხშირად ვრცელდება ფილტვებში, რა­საც შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ახლდეს, აგ­რეთვე ღვიძლში, რამაც შეიძლება ცხელება და მუცლის შესივება გამოიწვიოს. სიმსივნის ძვლე­ბ­ში ზრდამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ტვინში გავრცელება შეიძლება თავის ტკივილის, გო­ნების დაბინდვის და კრუნჩხვების მიზეზი გახდეს. ნაწლავებში ზრდამ შეიძლება ღებინება, სისხლიანი განავალი და რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს. თირკმლებში გავრცელება ხში­რად ასიმპტომურია.

მოგვიანებით სტადიებზე კიბომ შეიძლება სრუ­ლად დაახშოს საყლაპავი. ყლაპვა შეუძლებელი ხდება, სეკრეტი გროვდება პირის ღრუში, რაც ძალიან შემაწუხებელია.

დიაგნოზი
საყლაპავის კიბოს დიაგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში საუკეთესო დიაგნოსტიკური პროცედურაა ენდოსკოპია, რის დროსაც დრეკადი მილი (ენდოსკოპი) საყლაპავის დასათვალიერებლად პირის ღრუდან შეჰყავთ. მიკროსკოპიული კვლევისთვის ექიმი ენდოსკოპით იღებს ქსოვი­ლის ნიმუშს (ბიოფსია) და ფაშარ უჯრედებს (ჯაგრისის დახმარებით). ობსტრუქციის გამოვლენა შესაძლებელია ბარიუმით ჩატარებული რენ­­­ტგე­ნო­ლოგიური კვლევით (პაციენტი სვამს ბა­­რი­­­უმის ფაფას, რომელიც ხილულია რენტგე­ნო­­ლოგიურად). კიბოს გავრცელების შესაფასებლად მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ/ჩთ) და ენდოსკოპის საშუალებით ჩატარებულ ულტრასონოგრაფიულ სკანირებას.
პროგნოზი და მკურნალობა
საყლაპავის კიბოს დიაგნოზი, როგორც წესი, დაავადების გავრცელებამდე არ ისმება, რის გამოც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. 5%-ზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც 5 წელზე მეტს ცხოვრობს. ბევრი კვდება პირველი სიმპტომის გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში. რადგან საყლაპავის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა ფატალურია, ექიმის მთავარ ამოცანას სიმპტომების კონტროლი წარმოადგენს, განსაკუთრებით ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების, რაც ძალიან აშინებთ პაციენტსა და მის ახლობლებს.
სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ქირურ­გიულ ოპე­რაციას ყველაზე ხანგრძლივი შვება მო­აქვს. თუმცა გან­კურნება იშვიათია, რადგან ქი­რურ­გიული ჩარევის დროს, როგორც წესი, კიბო უკვე გავრცელებულია. ქი­მი­ო­თერაპიამ, დამოუკიდებლად ან სხივურ თერაპიასთან ერთად, შეიძლება მოხსნას სიმპტომები და რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს სიცოცხლე. ხანდახან ოპე­­რაციისწინა რადიაციული თერაპია ქიმიო­თე­რა­პიასთან კომბინაციაში ზრდის ქირურგიული გან­კურნების სიხშირეს. სიმპტომების მოხსნისა­კენ მიმართული სხვა ღონისძიებები მოიცავს საყ­­­ლაპავი მილის შევიწროებული ადგილის გა­გა­­­ნი­­ერებას (დილატაცია) და შემდგომ მილის ჩად­გმას საყლაპავის გამავლობის შესანარჩუნებ­ლად (სტენტი), სიმსივნის შემოვლას ნაწლავის მარ­ყუჟის გამოყენებით (შუნტი) და ლაზერული ფოტოთერაპიის ჩატარებას, რომლის დროსაც სინათლის მაღალენერგიულ ნაკადს მიმართავენ საყლაპავის ობსტრუქციის გამომწვევი კიბოს ქსო­ვილის დასაშლელად.
კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება, ფოტოდინამიკური თე­რაპიაა. ამ დროს მკურნალობამდე 48 საათით ადრე ვენაში (ინტრავენურად) შეჰყავთ სინათლემგრძნობიარე საღებავი (კონტრასტული აგე­ნტი). კიბოს უჯრედები საღებავს ბევრად უფ­რო მაღალი ინტენსივობით ითვისებს, ვიდრე საყ­ლაპავის ნორმალური ქსოვილი. ენდოსკოპის საშუ­ალებით საყლაპავში შეტანილი ლაზერის სხივი ააქტიურებს საღებავს და საღებავი, ანადგურებს რა კიბოს ქსოვილს, ათავისუფლებს საყლაპავის მილს შევიწროებისაგან. იმ შემთხვე­ვებში, როცა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, ქი­რუ­რ­გიული მკურნალობა არ არის შესაძლებელი, ფოტოდინა­მი­კური თერაპია ობსტრუქციის გა­მომ­წვევ წარმონაქმნს ბევრად უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე რადიაციული ან ქიმიო­თერაპია.
ადეკვატური კვების ფონზე ნებისმიერი მკუ­რნალობა უფრო ეფექტური და ადვილად გადასატანია. პირებს, რომელთაც ყლაპვა შეუძლიათ, საკვებად ეძლევათ სა­კვ­ები ნივთიერებების კონცენტრირებული სითხე. მათ, ვისაც ყლაპვა არ შეუძლიათ, შეიძლება დასჭირდეთ ზონდით ან ინტრავენური კვება.
რადგან სიკვდილი გარდაუვალია, საყლაპავის კიბოს დიაგნოზის მქონე პირმა გარკვეული გეგმები უნდა დასახოს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს გულახდილი საუბარი მკურნალ ექიმთან სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ჩასატარებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებასა და ფორმაზე (წინასწარ გაცხადებული ნება).

საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები