შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„მორიგი სიახლე – განაცხადი 21-მა ორგანიზაციამ შემოიტანა, 5 ორგანიზაციასთან უკვე გაფორმდა იურიდიული

„მორიგი სიახლე – განაცხადი 21-მა ორგანიზაციამ შემოიტანა, 5 ორგანიზაციასთან უკვე გაფორმდა იურიდიული

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.


„მორიგი სიახლე „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“

აკრედიტაციის გავლის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი განაცხადი უკვე 21-მა ორგანიზაციამ შემოიტანა.
5 ორგანიზაციასთან აკრედიტაციის გავლის თაობაზე უკვე გაფორმდა იურიდიული ხელშეკრულება,
პროცესი მიდის ძალიან სწრაფად, პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც კი დამთავრდება მოლაპარაკებები, აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეებს ამ კუთხითაც.
დიდი მადლობა თითოეულ საავადმყოფოს, პოლიკლინიკას, კლინიკას, სტომატოლოგიურ კლინიკას, ესთეტიკური სილამაზის ცებტრს, დიაგნოსტიკურ ცენტრს, ვინცვ უკვე გამოხატა დაინტერესება.
მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ, მაქსიმალურად დაგეხმარებუთ, რომ აკრედიტაციის გავლის პროცესი თქვენთვის იოლი და სასიამოვნო იყოს.
პროცედურა მარტივია, გამოაგზავნეთ წერილი ჩემს მეილზე და აგიხსნით, რა არის საჭირო აკრედიტაციის გასავლელად;
ჩემს ფეისბუქგვერდზე განვათავსე აკრედიტაციის ფეისბუქპოსტერი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, გავზარდოთ აკრედიტაციის პროცესის ცნობადობა, ჩართულობა და შედეგად, გავზარდოთ ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში;
აკრედიტაციის პროცესში გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ექიმი, კარგი ქთანი, პროფესიონალი მედიცინის მუშაკები და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ქვეყანაში ამდენი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გვყავს;
განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტაციის ინიციატივასთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციურად და ოპერატიულად ავრცელებენ ინფორმაციებს, აქტიურად არიან ჩართული პროცესში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საზოგადოებაში ამ წამოწყების ცნობადობის გაზრდას. გულწრფელი მადლობა ყველა ამ მედიასაშუალებას თანამშრომლობისთვის
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აკრედიტაციის ინიციატივას სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან
ეს საერთო საქმეა ეს გვჭირდება ჩვენ„საქართველოს ექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა!წარმატებები ჩვენ“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
საავადმყოფოების ხარისხის კონტროლი, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.

ინიციატივის პრინციპებია: გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება.
საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.


პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში)
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად. ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:
1.კი;
2.არა;
3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.


ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა) 1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა) 1.
2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა) 1.
3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა) 2.
1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა) 3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (e-health) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა). გისურვებთ წარმატებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge”.


„თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია “საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, მე, გიორგი ფხაკაძე, ამ პროცესში დაგეხმარებით.

ლინკი – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები