01/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“
-„მინდა ძალიან მაგარი ამბით დავიწყო – პირდაპირ ეთერში ვაცხადებ, – სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ (თბილისი, ცაგარელის ქ. 3) პირველმა გაიარა საქართველოში დამოუკიდებელი აკრედიტაცია, მიენიჭა ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ფრანგული სერტიფიკატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ისტორიული მომენტია. ვულოცავ კლინიკა „ჰებეს“!
თამამად გეუბნებით, – კლინიკა „ჰებე“ არის უსაფრთხო, ზრუნავს პაციენტებზე, ფიქრობს თანამშრომლებზე და მისთვის ხარისხი უმთავრესია.
უკვე 31-მა სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვიტა, მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელი აკრედიტაციის პროცესში. წარმოდგენილია ჯანდაცვის მთელი სპექტრი – რამდენიმე ჰოსპიტალი, ამბულატორიული კლინიკა, სტომატოლოგიური კლინიკა, ესთეტიური მედიცინის ცენტრი.
კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული საავადმყოფო დაგვემატა, – „მედულა“. მოკლედ, ამ ეტაპზე ჩვენთან აკრედიტაციას გადიან ძალიან სერიოზული საავადმყოფოები – „მედიქლაბი“ და „მედულა“;
გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი. მოგვმართეს დაწესებულებებმა, რომლებიც მდებარეობენ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გურჯაანში, ბორჯომში, ცაგერში, რუსთავში, გარდაბანში… 31 ორგანიზაციიდან 12-თან უკვე გაფორმებულია იურიდიული კონტრაქტი;
ჩვენი კონცეფციაა, ვეძებოთ ის ხალხი, ვინც ფიქრობს პაციენტებზე, ფიქრობენ ხარისხზე და ფიქრობენ მომავალზე.
გახსოვთ, ვატარებდით გამოკითხვას, – რომელი როგორი კლინიკაა. დაახლოებით 2000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ქსელურ საავადმყოფოებს ყველაზე დაბალი ქულები და ცუდი შეფასებები ჰქონდათ.
მივიღე გადაწყვეტილება:
– კლინიკებს, რომლებსაც არც კი სურთ აკრედიტაციის გავლა, მათზე ლაპარაკსაც არა აქვს აზრი, გასაგებია მათი პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს კარგი კლინიკები, ძალიან კარგი კლინიკები და კლინიკები, რომლებზედაც არ ვასაუბრიბთ.
აკრედიტაციის პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კიდევ რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაცია მიიღებს აკრედიტაციას.
ნელი ტემპით, მაგრამ მტკიცედ მივდივართ წინ – ჩვენ ვაშენებთ ხარისხიან ჯანდაცვას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს!
კიდევ ერთი სიახლე – იმ კვირიდან დავიწყე მუშაობა უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით. შეიკრიბა ტექნიკური ჯგუფი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. ჩვენ გვექნება უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო CM ქულების მინიჭება. ვისაც აქვს სურვილი, ჩაატაროს ტრენინგი, ეს შეიძლება იყოს პიროვნება ან ორგანიზაცია, უნდა შემოიტანოს განაცხადი და პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებს აკრედიტაციას“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе