06/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„ლაივის დროს კომენტარი წავიკითხე, ერთმა დაწერა – „კოვიდუსაფრთხო ნაშებიო“. სამწუხაროდ, კოვიდუსაფრთხო ნაშები პრობლემაა, ვაქცინირებული უნდა იყოს, სასურველია, ფაიზერით და თან პირბადე უნდა გამოიყენოს. კოვიდუსაფრთხო ნაშების კუთხით მე, სამწუხაროდ, სერტიფიცირებას ვერ გავაკეთებ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას შერჩევის პროცესში, მაგრამ მეცნიერულად, სამწუხაროდ, ეს ცოტა გაგვიჭირდება. აგერ მეორე მსმენელმა კაცი ნაშებიც მოითხოვა, კარგი, ორ კომიტეტს გავაკეთებ ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისთვის, მაგრამ ეს აკრედიტაცია იქნება ფასიანი. როგორც კომიტეტებში მოხვედრა, ასევე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება!
ვხუმრობთ, ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, სჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. თუ ვინმე გიყვართ, უთხარით: „მიყვარხარ“, იყავით ერთად.
განსაკუთრებით ამ პანდემიისას რაც უფრო ნაკლები სხვადასხვა ურთიერთობები გექნებათ, უკეთესია. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ამას სერიოზულად გეუბნებით. პანდემიის დროს გყავდეთ ერთი მეგობარი, ეს იქნება უსაფრთხო თქვენთვის. ახლა უკვე წარმომიდგენია, მედიაში რა სათაურებს დაწერენ ამ ლაივზე…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе