შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ვინ არიან და რატომ შეირჩნენ კონკრეტულად ისინი? საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, საიდან...

„ვინ არიან და რატომ შეირჩნენ კონკრეტულად ისინი? საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, საიდან ირჩევთ…“

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„მე ხშირად ვახსენებ 82 „ცნობილ“ ექსპერტს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინაციის გეგმა – ვინ არიან ისინი? რა არის დასამალი? რატომ არ არის საჯარო? თქვით, ვინ არიან და რატომ შეირჩნენ კონკრეტულად ისინი? საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, საიდან ირჩევთ ამ ხალხს – ლილოდან და ელიავადან?

სხვათა შორის, ლილოში და ელიავაზე ძალიან პროფესიონალი სპეციალისტები არიან, მაგრამ თავიანთი საქმის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. გინეკოლოგი ოფთალმოლოგის ადგილას ან პირიქით არ შეიძლება. მაგალითად, ვაქცინაციის საბჭო ვინ აირჩია და რა კრიტერიუმით? წევრების ან თავმჯდონარის არჩევის კრიტერიუმი რა არის, არიან ისინი ვაქცინაციის სფეროს პროფესიონალები და ვის წინაშეა არიან პასუხისმგებელი?! პირდაპირ გეუბნებით, იმ ვაქცინაციის საბჭოში ნახევარი რატომ არის, ვერ გავიგე. გინეკოლოგებს რომ თვალის ოპერაცია გააკეთებინო, ისეა მათი საქმე. ჩვენ თუ ასეთი არაპროფესიონალური მიდგომები არ გავაჩერეთ, ყოველთვის ჭაობში ვიქნებით. ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ!

მე პოლიტიკოსი არა ვარ, ქართულ პოლიტიკაში ჩემი მოსვლის შანსი ნულია. იმიტომ, რომ მე ვიტყვი სიმართლეს – ყველას ვაკრიტიკებ, ყველა მხარეს ვლანძღავ, თუ შეცდომებს უშვებენ, კარგზე კარგს ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს.

მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ სწორ და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებთან ერთად ბევრი შეცდომებიც ჰქონდა, იმასაც ვამბობ და ამასაც. ყოველთვის ვარ ღია და პირდაპირი, იმიტომ, რომ თანამდებობისადმი ინტერესი მაქვს ნული.

ახლა საქართველოში ნებისმიერი თანამდებობა იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მე ეს არ შემიძლია. არ შემიძლია, მაგალითად, ასეთი მიდგომები – პოლიტიკურად საჭიროა და სტატისტიკა შევცალოთ; ან პოლიტიკურად საჭიროა და ასე ვთქვათ, როცა სინამდვილე სხვაა; ან პოლიტიკურად ასეა საჭირო და ეს ვაქცინა დავუშვათ. შანსი არ არის, ასე მოვიქცე! გიორგი ფხაკაძესთან ამის შანსი არის ნული!

და ბოლოს, მე მჯერა, ჩვენ ამ პანდემიაშიც ვიპოვით გამოსავალს. მე ვცდილობ, დაგეხმაროთ, გაწვდით ინფორმაციებს. ეს ზოგჯერ სასიამოვნო არ არის, მაგრამ სწორია. საღი აზრი საბოლოოდ ყოველთვის გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდებით, ვის უნდა მოვუსმინოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ვის უნდა ვენდოთ და სისტემებსაც გავმართავთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა.

საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანია და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, თუ ვიქნებით ერთად“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები