24/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელთან, გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნდა:
– ბატონო გიორგი, საზოგადოება ელოდება წამალს COVID-19-ის წინააღმდეგ. რა ინფორმაცია გაქვთ, ჩანს რაიმე იმედი ამ კუთხით?
– მსოფლიოში 300-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა და 200-ზე მეტი კანდიდატი წამალი არსებობს. ძალიან დიდი პროგრესია, ასეთ მოკლე პერიოდში, მედიცინაში ამხელა პროგრესი არასდროს ყოფილა. იმდენი ფული და რესურსი ჩაიდო, რომ ვაქცინა და წამლები გვქონოდა, ამის შედეგს დავინახავთ რამდენიმე წელიწადში და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ახლაც არის 6 წამალი, რომელიც ევროკავშირმა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა.
წლის ბოლომდე გვექნება კარგი კოლექცია, 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი გამოჩნდება. მეტიც, წლის ბოლომდე, შეიძლება, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს. მოდით, ასე ვთქვათ – დღეს უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. წამალიც გვაქვს, ჩვენთან უკვე არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში და კითხვა მაქვს
– რატომ უნდა დალიო წამალი ავად გახდომის შემდეგ, როცა შეგიძლია, გაიკეთო ვაქცინა, რომელიც დაგიცავს ავად გახდომისგან? წარმოიდგინეთ ჩვენი საზოგადოების აბსურდულობა, როცა ამბობს, არ მინდა ვაქცინის გაკეთება და ველოდები წამალსო. ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან წამალი უკვე გვაქვს, ვაქცინის სახე ექნება თუ აბის, რა მნიშვნელობა აქვს?
– ესაა სამედიცინო საშუალება, რომელიც მუშაობს და რადგან ექიმი გეუბნება, უნდა მიიღო. ისე, დღეს ყველა ექიმი და პროფესორი გახდა.
ინტერვიუ – http://versia.ge/index.php/wprld/34-2020-09-20-04-56-48/1565-2021-08-24-07-26-28
MD, MPH, PhD