5 ნოემბერი, 2021
„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:
„კოვიდთან ბრძოლა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი. პოლიომიელიტის ვაქცინაზე აშშ და სსრკ ერთად მუშაობდნენ. იდეოლოგიური/პოლიტიკური საკითხები გადადეს უკანა პლანზე და საბოლოოდ ორივემ მოიგო, სიცოცხლემ მოიგო!
ახლაც, საქართველოში ვაქცინაციის საკითხი უნდა იყოს არაპოლიტიკური და ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა ამ ვერაგის ერთობლივი ძალებით დამარცხებისა!
ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაჯდეს, დიახ, დაჯდეს და ერთობლივად ამ ერთ საკითხზე შეთანხმდეს!
1/ ქვეყანა არ ჩაიკეტოს
2/ ტრასპორტი და საზღვრები არ ჩაიკეტოს
3/ ქვეყანა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერის ვაქცინაზე) და ვაქცინაციის პროცესი მკაცრად მიჰყვეს მწარმოებლის ინსტრუქციას და ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს
4/ სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან
5/ სოციალური დისტანცია (მინიმუმ 1 მეტრი) უნდა იქნას დაცული ყველგან (მიტინგებზე, სკოლაში, ბაზარში, მაღაზიაში და ასე შემდეგ)
6/ კოვიდ საშვები უნდა იქნას შემოღებული იგივე მეთოდით, როგორიც არის ევროპაში (მაგალითად, საფრანგეთის მაგალითი, სადაც კოვიდსაშვი სავალდებულოა კაფეში, სალონში, ტრანსპორტში, კინოთეატრში და ასე შემდეგ)
7/ ანტივაქსერული მოძრაობა და გამოსვლები გამოცხადდეს ანტისახელმწიფოებრივად და ყველა პარტიამ დაგმოს (ვაღიაროთ რომ “ანტივაქსერები” საქართველოში არიან პრაქტიკულად რუსული დივერსანტ/აგენტები და იკვებებიან რუსული “წყაროებიდან”/“ორგანიზაციებიდან”)
8/ შეწყდეს ვაქცინაციის თემით მანიპულაცია ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან.
ამ ვირუსის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით! ძალა ერთობაშია! თუ არ გავერთიანდებით, მოგებული იქნება ვირუსი და წაგებული იქნება საქართველო!
გაუმარჯოს საქართველოს!“ – ამბობს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil