პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„წავაწყდი ინტერნეტში 90% წინადადებები მეცნო … რავი თქვენც იხალისეთ…“-გიორგი ფხაკაძე

„წავაწყდი ინტერნეტში 90% წინადადებები მეცნო … რავი თქვენც იხალისეთ…“-გიორგი ფხაკაძე

18 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

„წავაწყდი ინტერნეტში 90% წინადადებები მეცნო … რავი თქვენც იხალისეთ…
ავტორს მადლობა,
დღეს ავტობუსში მომხდარი შელაპარაკება. წაიკითხეთ იხალისებთ,
– მაიტა ერთი უფროსო, ბილეთი ამიღეო – ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს.
ამან, – ჩემ გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, ადე და აიღეო.
იმან, – შენ რო ამიღო, არ გეკადრებაო?

სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო.
შენ რაღას მიკეთებ, აქ რო დამდგარხარ იმასავითო.
ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონა დგახარო.
შენ ეხლა ცოტა ასტაროჟნად იყავიო.
შენ თვითონ მოიქეცი სპაკოინად და არავინ არაფერს გეტყვისო.
შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე ვინა ვარო.
აი, ჩემ ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო.
– რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? – გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი.
შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო კონტროლიორმა.
შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო-პირბადეჩამოწეულმა.
ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო, – მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა. ქალი დაუკვირდა.
– დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო, – უკანა რიგებიდან გამოსძახათ კაცმა.
შენ შენნაირები დააწყნარეო – წინა რიგებიდან შეეხმიანნენ.
რა ამბავია ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო – უკანა რიგებმა.
სამსახურში თორე ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო, – წინა რიგებმა.
ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე იბლატავეო – უკანამ. ზედვე გეტყობა რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო, – წინამ.
ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო,
არა ბიჭოს მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო – უკანა რიგებმა.
ერთი სტალინი წამოახედაო – შუა რიგებმა.
– რა გაჩხუბებთ ხალხო, ქართველები არა ვართო? – ჩემ მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო.
ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო, – ჩემ მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა.
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო – მარცხენამ.
რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო, – მარჯვენამ.
შეაყარე კედელს ცერცვიო – მარცხენამ.
ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო – მარჯვენამ.
-ეხლა სუყველა გაჩუმდით, თორე გავაჩერებ ავტობუსსო, – მძღოლს ამოასხა.
გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და რულს ხელი მოკიდე, თუ ძმა ხარო.
მიტრიალდა და მოკიდა.
სკოლის ჩანთა მოკიდებულ გოგოს სიცილი აუტყდა, დედამისმა, – ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა.
– ზაური, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო – ქალმა ჩასძახა ტელეფონს.
ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო – კონტროლიორმა ჩაიქირქილა.
შენ გირჩევნია ბილეთებს მიხედოო – ქალმა.
ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო – კონტროლიორმა
და დაიწყო ისევ თავიდან…”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია

ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

ნოემბერი 29, 2024
დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

29 ნოემბერი 2024
თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

ნოემბერი 29, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები