დღეს არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაბადების დღე!
გილოცავთ, დღეს ქვეყანამ გაიმარჯვა!
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულებამ, რომელიც თუნდაც 1 თეთრს ღებულობს სახელმწიფოსგან, უნდა გაიაროს დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაცია!
აკრედიტაციის გავლა ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში არ იქნებიან ვირთხები და ქვეწარმავლები, ხოლო შიდა ჰოსპიტალური ინფექციების დონე იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი!
ეს არის ყველაზე გამბედავი და რევოლუციური გადაწყვეტილება საქართველოს უახლეს ისტორიაში!
ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაბადების დღეს! დიახ, აქ საუბარია საქართველოში საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაზე.
იმედია, ყველა პოლიტიკური პარტია ამ საკითხის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. ეს არის საერთო ეროვნული საქმე, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო დღეს, არამედ ჩვენს მომავალ თაობებს დაუტოვებს გამართულ ჯანდაცვის სისტემას.
ყველას გილოცავთ!
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე