პლანეტების წიაღში უცნაური ამბები ხდება, სადაც ჩვენთვის ცნობილი ნივთიერებები უკიდურესი წნევისა და ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ არიან.
დედამიწის მყარ შიდა ბირთვში სავარაუდოდ რკინის ატომები „ცეკვავენ“. წყლით მდიდარ გაზის გიგანტებში, ურანსა და ნეპტუნში კი დიდი ალბათობით წარმოიქმნება, ცხელი, შავი, მძიმე ყინული, რომელიც ერთდროულად მყარიც არის და თხევადიც.
ხუთი წლის წინ, მეცნიერებმა ეს ეგზოტიკური ყინული, სახელად სუპერიონური ყინული ისტორიაში პირველად შექმნეს ლაბორატორიული ექსპერიმენტით; ოთხი წლის წინ, მეცნიერებმა მათ მისი არსებობა და კრისტალური სტრუქტურა დაადასტურეს.