ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი
სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე
-
კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;
-
რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?
-
რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;
-
რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;
– რა კრიტერიუმები უნდა შეაფასოს შემფასებელმა კომისიამ?
ჩვენთვის მთავარია, პროცესი იყოს დალაგებული. ასევე არ ვუყურებთ, საქართველოს კანონმდებლობის კუთხით რაც უკვე არის განსაზღვრული. თუ კანონმდებლობა და რეგულაცია არსებობს, იმის იქით ჩვენ არ მივდივართ. პრაქტიკულად, საქართველოს კანონმდებლობა ჩვენი სტანდარტებისათვის არის ჩამკეტი.
ჩვენ სტანდარტებზე როცა ვსაუბრობთ, იქ პირველი წერია, – ადგილობრივი კანონმდებლობა ფარავს ამას?! – თუ ფარავს, იმის იქით აღარ მივდივართ.
-მაგრამ ეს არ გამორიცხაცს, სამომავლოდ გარკვეული ცვლილებები შევიდეს ადგილობრივ კანონმდებლობაში და გაითვალისწინონ ის სტანდარტი, რაც მიღებულია საერთაშორისო დონეზე. ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება გარკვეული წინააღმდეგობა?
– პირიქით. ჩვენ გვქონდა შეხვედრა აკრედიტაცია კანადას აღმასრულებელ დირექტორთან, ასევე შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. საკითხების უმრავლესობა, თითქმის იხურება საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა რეგულაციებით, მაგრამ არის მოსაგვარებელი საკითხებიც.
ზოგი კანონმდებლობა არის უცნაური და დაძველებული, რომელსაც სჭირდება ცვლილება, ნაწილი კი საერთოდ ამოვარდნილია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეგულაცია ამ კუთხით.
ჯანდაცვის სამინისტროს მივცემთ რეკომენდაციას. ჯანდაცვის სამინისტროსგან იყო მზაობა, რომ ჩვენ ვურჩიოთ, რა სტანდარტებია ოდნავ შესაცვლელი, რათა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.
რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში, მაგრამ ჩვენგან და ჯანდაცვის სამინისტროსგანაც არის მზაობა, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს. პირიქით, ეს პროცესი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.
ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტებზე, რათა ეს იყოს ყველასთვის მისაღები და გავაუმჯობესოთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აკრედიტაცია კანადა უყურებს პროცესს…