23/01/2021
გაეროს მრჩეველი, ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმი, გიორგი ფხაკაძე ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ პოპუალარულია. მის სოციალურ ქსელს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს, ეს ექიმის ვიდეოებზე დაწერილი კომენტარებიდანაც ადვილად ირკვევა. მის გულშემატკივრებსა თუ მიმდევრებს შორის როგორც აღმოჩნდა, პატარებიც არიან.
გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აბაშელი მე-4 კლასელი გოგოს დაწერილი თემის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც პატარა წერს, რომ გიორგი ფხაკაძე და კიდევ მისი რამდენიმე კოლეგა გმირები არიან.
პატარა გოგოს ყურადღების მიღმა არც ფხაკაძის ერთ-ერთი დამსახურება დარჩენია – თემაში „პანდემია საქართველოში” აღნიშნავს, რომ პირბადეების გაიაფება ცნობილი ექიმის დამსახურებაა.
მარიამ თოფურიამ ჯერ არ იცის მომავალში რომელ პროფესიას დაეუფლება, მაგრამ სურს, რომ ლევან რატიანის, ირაკლი კვეკვესკირის, ირაკლი ღოღობერიძისა და გიორგი ფხაკაძის მსგავსად, საქართველოს ისიც გამოადგეს…
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil