ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიფხაკაძე ასახელებს წამალს, რომელიც პაციენტს იცავს კოვიდური გართულებებისგან

ფხაკაძე ასახელებს წამალს, რომელიც პაციენტს იცავს კოვიდური გართულებებისგან

13/10/2021

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.


„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.

განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.

„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/fkhakadze-asakhelebs-tsamals-romelits-patsients-itsavs-koviduri-gartulebebisgan/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა“-მიხეილ სარჯველაძე

„ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები