14/11/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილება ბუსტერთან ანუ კოვიდის ვაქცინის მე-3 დოზასთან დაკავშირებით. კლასიკური მაგალითია იმის, თუ როგორ დააბნიო მოქალაქეები!
მარტივი იქნებოდა: ქვეყანა გადადის ერთ ვაქცინაზე, ფაიზერზე ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა.
ჩინური ვაქცინებით ვინც არის აცრილი, ხელახლა უნდა აიცრან, და სტანდარტულად, მე-3 დოზა 6 თვის შემდეგ.
ყველა, ვინც არის 60 წელს გადაცილებული, მათთვის ბუსტერი 3 თვეში….
ასე უნდა იყოს. ნორმალურ ქვეყანაში … რეალობაში კი გვაქვს გოგლი მოგლი ….
საერთოდ, რაზე ვსაუბრობ, არავინ იცავს დისტანციას, არავინ იყენებს სამედიცინო პირბადეებს და არავინ აღარ იცრება…
მოსახლეობის 60%-ს არ სჯერა, რომ კოვიდი საერთოდ არსებობს (გადახედეთ, გარეთ რა ხდება). დღეში 80-მდე ადამიანს ვკარგავთ და ეს უკვე ნორმად გადაიქცა… კოვიდი გვართმევს ღარიბს და მდიდარს, ცნობილს და უცნობს, დიდს და პატარას … მართლა ძალიან უცნაურია ის, რაც ხდება ამჟამად ქვეყანაში … ყველაზე ალოგიკური და პარადოქსული სიტუაციაა.
აღარ ვიცი, რამდენი მტკიცებულება, კვლევა თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება გავაზიარო …. არ გვინდა, რომ დავიჯეროთ ის, რაც ფაქტია!
საქართველო არის მსოფლიოში მე-4 ადგილას სიკვდილიანობის მხრივ 100,000 მოსახლეზე ბულგარეთის, რუმინეთის და ლატვიის შემდეგ….
მეგობრები მეუნებიან, კახეთში ერთ-ერთ რაიონში 7 გარდაიცვალა ერთ ქუჩაზე. ვეკითხები – მერე არ იცრებიან?! პასუხი – არა ვაქცინის ეშინიათ…
დეკემბერი საქართველოში იქნება უსაშინლესი … ფაქტი კი ის არის, რომ არავინ, დიახ, არავინ დარდობს ამაზე, არც მთავრობა, არც ოპოზიაცია და არც ხალხი. საქართველო კამიკაძე (თვითმკლელი) ქვეყანა გახდა ….
ფაქტია, რომ ვიღუპებით. მაინტერესებს, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს დღეში, რომ გონზე მოვიდეთ? რასაც მე ამჟამად ვუყურებ, დღეში 100 ადამიანის სიკვდილი არ იქნება გადამწყვეტი ციფრი …..
ჯანმრთელობას გისურვებთ!“,- წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil