26/12/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დღესასწაულების შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას პროგნოზირებს. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაიკეტება.
ფხაკაძე მოსახლეობას და დამსაქმებლებს რეკომენდაციებს აძლევს:
“სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე გარედან ჩანს. სახელმწიფოები დაბნეულები არიან; თქვენ დაინახავთ, რომ შობის შემდეგ დაიწყება ლოკდაუნი მთელ მსოფლიოში. ახლა შობაა და ფიქრობენ, რომ როგორმე გადააგორონ ეს დღესასწაულები. საქართველოც ჩაიკეტება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ჩაიკეტება. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, საჭიროა პრაგმატული ზომების მიღება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ – მოერიდეთ დახურულ სივრცეში ყოფნას სხვა ადამიანებთან ერთად, თუ მაინც გიწევთ დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც შეიძლება ხშირად და დიდი ხნით გაანიავეთ ეს სივრცე.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, 100-პროცენტიანი დაცვა არც ამას აქვს, მაგრამ თუ ამას ოთახის განიავებაც დაემატება, კარგ შედეგს მოგცემთ.
ბიზნესის წარმომადეგენლებო, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენ თანამშრომლებს და რამდენადაც შესაძლებელია, გადაიყვანეთ დისტანციურზე.
ტყუილად ხარჯავთ ფულს კორპორატიულებზე, რადგან მაინც ჩაგეშლებათ, ყოველ შემთხვევაში, რაც ახალი წლის შემდეგ არის დაგეგმილი, ის აუცილებლად ჩაიშლება” – ამბობს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil