20/11/2021
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ბაღები უნდა დაიკეტოს, სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე, ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია ,უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე.
კოვიდ სტატუსი უნდა დაინერგოს რაც შეიძლება, მალე. სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო. ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვის (კაფე, მაღაზია, სალონები, მიტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის.
ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს გააკეთა თურქეთმა (ბუსტერების ჩათვლით).
დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო. ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა წაუყენოს ბრალდება “ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში”.
რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია. დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება.
ნეგატიური და უაზრო კომენტარები დაუტოვეთ ვინმეს სხვას, მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ.
თუ თქვენ გინდათ, იცხოვროთ ტყუილში, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკლელობისკენ მოწოდებაა, ამას ჰქვია ჩვეულებრივად მკლელობა
გეყოთ სისულელეების, “ბრძნული” აზრების გაზიარება და “რჩევების” მიცემა. ეს შეგიძლიათ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აკეთოთ”.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/11/baghebi-da-skolebi-unda-daiketos-giorgi-phkhakadze/